Midnight„ბეიტსის მოტელის“ პირველი სეზონის ბოლო ეპიზოდი, რომელიც ეთერში 2013 წლის 20 მაისს გავიდა.

Midnight
სეზონი 1, ეპიზოდი 10
ეთერში გას. თარიღი 20 მაისი, 2013
სცენარის ავტორ(ებ)ი კარლტონ კუზი და კერი ერინი
რეჟისორი ტაკერ გეიტსი
ეპიზოდების გზამკვლევი
← წინა
„Underwater“
შემდეგი →
„Gone But Not Forgotten“

მოკლე შინაარსი

რედაქტირება

რომერო მოქმედებას გადაწყვეტს; ნორმანი ემასთან ერთად საცეკვაო საღამოზე წავა; ნორმანს სახლისკენ მიმავალ გზაზე მის უოტსონი წამოიყვანს.

 

ნორმა რომეროს ჯეიკ აბერნატის მუქარისა და ფულის მიტანის გეგმის შესახებ მოუყვება. რომერო ამბობს, რომ ამას თავად მიხედავს, თუმცა ნორმა სკეპტიკურადაა განწყობილი. ნორმანი დაინახავს ემას, რომელიც ზამთრის საცეკვაო საღამოს ბროშურას უყურებს, და მასთან ერთად წასვლას შესთავაზებს.

ნორმა დილანს ფრანგულ ტოსტს უმზადებს და შემდეგ სთხოვს, რომ იარაღი მისცეს და გამოყენება ასწავლოს. დილანი უარს ამბობს და ეკითხება, თუ რად უნდა. ნორმა მას აბერნატისა და რომეროს შესახებ უყვება. დილანი მას ეუბნება, რომ იარაღის ქონა ცუდი აზრია. რომერო ავტოფარეხში შედის და ფურგონიდან ჩანთა ამოაქვს, რომელიც სავსეა ფულით, რომელსაც აბერნატი ითხოვს.

 

ნორმა ექიმ კურატას მარტო შეხვდება და სტრესთან გამკლავებისთვის რჩევას სთხოვს. ექიმი მას სტრესის მიზეზს ეკითხება, რასაც ნორმა ყოველდღიური ცხოვრების მოვლენებს მიაწერს. ამის შემდეგ ექიმი კურატა მას ნორმანის შესახებ ეკითხება. ნორმა ამბობს, რომ ის მშვენივრადაა და ძალიან კარგი ბიჭია. ექიმი აღნიშნავს, ის ბიჭი აღარაა და ეკითხება, იქნება თუ არა რთული მისთვის, როცა ნორმანი კოლეჯში სასწავლებლად წავა. ნორმა ამბობს, რომ ნორმანი ადგილობრივ სასწავლებელში ისწავლის და გადასვლა აღარ მოუწევს. ამის შემდეგ ექიმი მას ეკითხება, მშობლად ყოფნა ბავშვობაში ასეთად თუ წარმოედგინა. ნორმა ჯერ ყოყმანობს, შემდეგ კი ამბობს, რომ არ ახსოვს. ექიმი ეკითხება, საერთოდ თუ ახსოვს რამე მისი ბავშვობიდან, რაზეც ნორმა ამბობს, რომ ჩვეულებრივი მოვლენები. მისი მშობლების აღწერისას ამბობს, რომ მამამისი ძალიან კეთილი კაცი იყო და დედამისი საცხობში მუშაობდა, რის გამოც ყოველთვის ნამცხვრების სუნი ასდიოდა; ამბობს, რომ ისინი გარდაიცვალნენ და იგი დედისართა იყო. ნორმა თავს ცუდად გრძნობს და ექიმის კაბინეტიდან მიდის.

 

ნორმანი გაიგონებს მის უოტსონის ხმას, რომელიც ტელეფონით ვიღაცას უყვირის, რომ აღარ დაურეკოს. ის საკლასო ოთახში შედის და ამბობს, რომ არაფერი გაუგონია. ამის შემდეგ მის უოტსონს ეუბნება, რომ მოთხრობის გამოქვეყნება არ უნდა. ის ამბობს, რომ მისი ესმის და სთხოვს, რომ მისი სატელეფონო ზარის შესახებ არავის უთხრას. მის უოტსონი ნორმანს სახეზე ეხება, ეუბნება, რომ ახლა საიდუმლო აქვთ და მას ეხუტება.

 

რომერო კით სამერსის დის, მეგის სანახავად მიდის, რომელსაც სახე დალურჯებული აქვს. რომერო მას ამის შესახებ ეკითხება, თუმცა ის პასუხობს, რომ არ ახსოვს. რომერო მეგის უპირისპირდება შელბისა და სამერსის ადამიანით ვაჭრობის ორგანიზაციისთვის ფინანსური აღრიცხვების გაკეთების გამო. შემდეგ ეკითხება, ჯეიკმა რამე თუ დაუშავა. მეგი ამბობს, რომ ჯეიკს პირადად არ იცნობს და მისი რეალური სახელია ჯო ფიორეტი. იგი მეგისთან ფულის მოსაძებნად მივიდა, რომელიც მას არ ჰქონდა. მეგის ჯეიკთან დაკავშირების არანაირი გზა არა აქვს, მაგრამ ამბობს, რომ იგი ამ საქმიანობას მთელი სანაპიროს გასწვრივ ეწევა. მეგი რომეროს ეკითხება, თუ ახლა რა მოუვა, რაზეც ის პასუხობს, რომ არაფერი, თუკი ენას კბილს დააჭერს.

 

ემა მოტელში მიდის და ნორმას ლამაზ კაბას აჩვენებს, რომელიც საცეკვაოდ უნდა ჩაიცვას. შემდეგ მას სთხოვს, რომ მაღლა დაიკავოს, რათა ნახოს, როგორ გამოიყურება მაღალ ქუსლებზე. ნორმა ასე მოიქცევა და ემა მის ფეხზე იარას შეამჩნნევს. ნორმა ამბობს, რომ ეს ბავშვობიდან აქვს, როცა ცხელი შოკოლადი გადაესხა.

 

დილანი სახლში იარაღით ბრუნდება და ამბობს, რომ აზრი შეიცვალა, რის შემდეგაც ნორმას მინდორზე სროლაში სავარჯიშოდ წაიყვანს. ნორმა, რა საკვირველია, გახარებულია და სასხლეტს მანამ გამოკრავს, სანამ დილანი ეტყვის. ის ნორმას გაუმხელს, რომ მარიხუანას მდელოებს იცავს და მას „დედას“ უწოდებს. ნორმა გაოგნდება და ამბობს, რომ მისთვის ასე წლებია არ მოუმართავს. დილანი თავს იმით იმართლებს, რომ ნორმას ხელში დატენილი იარაღი აქვს.

მეგი სამერსი ნორმას სანახავად მიდის და ეუბნება, რომ თუკი ფული მას აქვს, აბერნატის მაშინვე მისცეს, თორემ ის აუცილებლად მოკლავს.

ბრედლი სახლში მიდის, მაგრამ არა ნორმანის, არამედ დილანის სანახავად. მან ბრედლის მამამისის ოფისიდან ნივთები მოუტანა. ნორმანი მათ ჩუმად უგდებს ყურს, როცა ბრედლი დილანს დახმარებისთვის მადლოაბს უხდის და ეუბნება, რომ ამიერიდან აღარ შეაწუხებს, რაზეც დილანი პასუხობს, რომ შეუძლია მისი შეწუხება განაგრძოს.

 

მოგვიანებით, ნორმა იარაღს ტენის, როცა მის ოთახში გაბრაზებული ნორმანი შემოვარდება, რადგან შავ წინდებს ვერ პოულობს. დილანი თავისას ათხოვებს და ეკითხება, ბრედლიზე განაწყენებული თუ არის. ნორმანი ამბობს, რომ მასთან ყველაფერი მორჩა და დილანს ეუბნება, თუ უნდა მას თავად შეხვდეს.

 

როცა ნორმანი ელოდება ემას, რომელმაც ცეკვებზე უნდა წაიყვანოს, ნორმა მას შოკისმომგვრელ საიდუმლოს გაუმხელს; ამბობს, რომ უნდა სიმართლის შესახებ ვიღაცამ მაინც იცოდეს. ის გაიზარდა აკრონში, ოჰაიოში, სადაც მისი უფროსი ძმა 13 წლის ასაკიდან აუპატიურებდა. ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ნორმა სახლიდან არ გადავიდა. დედამისი გონებრივად დაავადებული იყო, სიღარიბეში ცხოვრობდნენ და მამამისი იმდენად ცუდი ადამიანი იყო, რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში კელებს მოკლავდა. ერთ დღესააც, როცა სახლში საქმიანობდა, გაიგონა მამამისის მოსვლის ხმა, რის გამოც შეხტა და უთოს დაეჯახა, რომელიც ფეხზე დაეცა. სწორედ ამიტომ აქვს იარა. ნორმანი დედამისის გამო ტირის და მას ეხუტება. ნორმა ამბობს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან უკვე დიდი ხანი გავიდა, მას უბრალოდ უნდოდა, რამე რომ მომხდარიყო, ვინმეს სცოდნოდა.

 

ემა ბეიტსების სახლში მიდის და ძალიან ლამაზად გამოიყურება. ის და ნორმანი ცეკვებზე წავლენ, სადაც ნორმანი ბრედლის თვალს ვერ სწყვეტს. ემა გაღიზიანდება და გაბრაზებული ამბობს, რომ ვერ დაუჯერებია მართლა ეგონა, მისი ასე გამოწყობილი დანახვა ნორმანს თავისი გრძნობების გააზრებაში დაეხმარებოდა. შემდეგ ეუბნება, რომ სახლში სხვამ მიიყვანოს.

 

რიჩარდი ნორმანს გარეთ გაიყვანს და დაარტყამს იმის გამო, რომ „ბრედლის მდგომარეობით ისარგებლა“ მამის დაკარგვის შემდეგ. ნორმანი სახლში მიმავალ გზაზე დასისხლიანებული სახით ფეხით მიდის, სადაც მის უოტსონი მანქანით ჩამოივლის. ის ნორმანს თავის სახლში მიყვანას შესთავაზებს, რათა სახე გაუწმინდოს, რის შემდეგ მის სახლში მიიყვანს.

 

აბერნატი ნორმას ურეკავს და გარიგების შესახებ ახსენებს. ნორმა იარაღს მოიმარჯვებს და მოემზადება. იგი ნავსადგურზე ჩანთით მიდის. ის დაინახავს, რომ რომერო აბერნატის შეხვდება, რომელსაც ეუბნება, რომ 50% თავად უნდა მიიღოს. აბერნატი თანხმდება, მაგრამ როცა რომერო ფულს გადასცემს, მას კლავს. აბერნატი წყალში ვარდება და რომერო ფულით სავსე ჩანთას ყურეში მოისვრის.

ამის შემდეგ ის ხმამაღლა ამბობს: „ახლა შეგიძლია გამოხვიდე, ნორმა“. ნორმა სამალავიდან გამოდის და ამბობს, რომ მას კინაღამ ესროლა. რომერო პასუხობს, რომ როცა ეუბნება ენდოს, მაშინ მართლა უნდა ენდოს.

 

ბლერ უოტსონი ნორმანს სახეს უწმენდს და ეუბნება, რომ არავის არ უნდა უთხრას, აქ რომ მოვიდა. ამის შემდეგ ტანსაცმლის გამოსაცვლელად მიდის და კარებს ღიად ტოვებს, რომ ნორმანმა სარკიდან დაინახოს. უეცრად ნორმას ჰალუცინაცია ჩნდება და ნორმანს ეუბნება, რომ ბლერ უოტსონი მის შეცდენას ცდილობს და იცის, რა უნდა ქნას.

 

ნორმანი წვიმაში სახლში მორბის და მოტელის წინ მას ნორმა მანქანით კინაღამ ეჯახება. იგი მის სახეს დაინახავს და ეკითხება, რა მოხდა, რაზეც ნორმანი პასუხობს, რომ არ იცის: ბოლო რამ, რაც ახსოვს არის ის, რომ მის უოტსონს სახლში უნდა მიეყვანა, რის შემდეგაც შემდეგ ქუჩაში მორბოდა. ნორმა ამშვიდებს, რომ ყველაფერი კარგადაა, რადგან ახლა სახლშია. ეპიზოდის ბოლოს ვხედავთ ბლერ უოტსონის ყელგამოჭრილ ცხედარს მის საძინებელ ოთახში. მას უკეთია ყელსაბამი ასო-ბგერით „B“, რითაც ირკვევა, რომ იგი ჯერი მარტინის საყვარელი იყო.

მსახიობები

რედაქტირება

მოწვევით

რედაქტირება

ასევე მონაწილეობენ

რედაქტირება

შენიშვნები

რედაქტირება
  • ამ ეპიზოდს 2.70 მლნ-მა ადამიანმა უყურა.[1]
მუსიკის სახელწოდება ავტორი
Kill For Love Chromatics
The Lady In Red კრის დე ბურგი
Sunburnt Love Bangups


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. სარა ბიბელი. (May 21, 2013) Monday Cable Ratings: 'WWE Raw' & 'Love & Hip Hop Atlanta' Win Night; 'Bates Motel', 'Defiance', 'Warehouse 13' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 7, 2013. ციტირების თარიღი: May 21, 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Midnight&oldid=4331754“-დან