Microsoft Office Word — ტექსტური რედაქტორი, რომელსაც აწარმოებს კორპორაცია Microsoft. იგი პირველად გამოვიდა 1983 წელს, Xenix-ის სისტემებისათვის, სახელწოდებით „Multi-Tool Word“. Microsoft Office Word შედის Microsoft Office-ის პაკეტში.

Microsoft Word

Microsoft Office Word 2013, Windows 8-ზე
მწარმოებელი კორპორაცია Microsoft
ოს Microsoft Windows
ჟანრი ტექსტის რედაქტორი
ლიცენზია დაპატენტებული EULA
საიტი Microsoft Word

პროგრამის აღწერა რედაქტირება

მისი დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა სირთულის ტექსტების დოკუმენტის შექმნა, ცხრილების და სხვადასხვა გრაფიკული ობიექტების ჩათვლით.

Microsoft Word უზრუნველყოფს ტექსტური ფაილის მარტივ და მოხერხებულ დაფორმატებას კარგად მოფიქრებული ინსტრუმენტებისა და გასაგები ინტერფეისის მეშვეობით. ფუნქციების ფართო სპექტრის წყალობით ტექსტური პროცესორი Microsoft Word გვაგონებს მაგიდის საგამომცემლო სისტემას. პროგრამის ფუნქციურ შესაძლებლობათა შორის უნდა აღინიშნოს:

  • მთელი რიგი სხვადასხვა ზომის შრიფტებისა და მოხაზულობის სიმბოლოების არსებობა;
  • ტექსტის გამოყოფის საშუალებების არსებობა;
  • აბზაცების პარამეტრების, ხაზთა შორის ინტერვალების დაყენების საშუალება;
  • მართლწერის, სინონიმების შერჩევის ავტომატური შემოწმების საშუალება;
  • გვერდების ავტომატური დანომვრა და სიტყვების ახალ ხაზზე გადატანა;
  • ცხრილებისა და ჰიპერტექსტის შექმნის საშუალება ბმულებით და ბევრი სხვა.

აღნიშნული პროგრამის ფუნქციონალი ძალზედ მრავალფეროვანია, რის წყალობითაც ტექსტს ექნება წასაკითხად და აღსაქმელად მოხერხებული სახე. გარდა ამისა, ავტოფორმატირების, სტილების გამოყენება, ასევე წინასწარ შერჩეული შაბლონები იძლევიან Microsoft Word–თან მუშაობის გაცილებით მარტივი და მოხერხებული მუშაობის შესაძლებლობას.

უკანასკნელი ვერსიების ძირითად ფორმატს წარმოადგენს Microsoft Office Open XML (გაფართოება .docx), რომელიც წარმოადგენს ZIP-არქივს და შეიცავს ტექსტს XML მონიშვნით, და ასევე მთელ აუცილებელ გრაფიკას. ყველაზე გავრცელებულად ჯერ კიდევ რჩება Microsoft Word 97—2010-ის ფაილების ბინარული ფორმატი გაფართოებით .doc.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაიაშვილი, „საოფისე კომპიუტერული პროგრამები“, თბ., 2011

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება