Microsoft Hardware
Microsoft Hardware Group, საყოველთაოდ ცნობილი როგორც Microsoft Hardware, არის Microsoft-ის განყოფილება, რომელიც აწარმოებს კომპიუტერულ ტექნიკას, რომელშიც შედის მრავალი სახის პერიფერიული მოწყობილობები, ასევე Xbox სათამაშო კონსოლი, Microsoft Surface პლანშეტი, და Zune ციფრული მედია ფლეიერი. ის ასევე აწარმოებს დრაივერებსა და სხვა პროგრამებს ამ ფიზიკური მოწყობილობების Microsoft Windows-სთან და სხვა პროდუქტებთან თავსებადობისთვის.[1]
ეს ჯგუფი ჩამოყალიბდა 1982 წელს რათა შეექმნათ მაუსი Microsoft Word for DOS-თან სამუშაოდ. ჯგუფი სწრაფად იზრდებოდა. მრავალი შესყიდვის შემდეგ, ამჟამად ბოლოს მან Nokia-ს მობილური ტელეფონების ბიზნესი შეიძინა, რამაც განაპირობა Microsoft Mobile განყოფილების ჩამოყალიბება სმარტფონების წარმოებისთვის.
პროდუქტები
რედაქტირებაMicrosoft Hardware-ის ზოგიერთი პროდუქტი:[2]
- Microsoft Broadband Networking
- Microsoft-ის უსადენო ტელეფონის სისტემა
- Digital Sound System 80: audio speakers
- Microsoft Fingerprint Reader
- Microsoft LifeCam: ვებკამერა
- Microsoft LifeChat: ყურსასმენები
- Microsoft Lumia: მობილური ტელეფონები და პლანშეტური კომპიუტერები
- Microsoft Mouse, IntelliMouse და სხვა მაუსები და თრექბოლები (trackball)
- Microsoft Natural keyboard და სხვა კლავიატურები
- Microsoft SideWinder: თამაშის კონტროლერები
- Microsoft PixelSense: ინტერაქტიული, სენსორული კომპიუტერული პლათფორმა
- Microsoft Response Point: ბიზნეს ტელეფონების სისტემა
- Microsoft RoundTable: ვიდეო-კონფერენციის მოწყობილობა
- Microsoft Surface: პლანშეტური კომპიუტერები
- Microsoft Band: სმარტსაათი და სპორტული მონიტორი
- Xbox: ვიდეო თამაშების კონსოლები
- Kinect: მოძრაობის აღქმის სენსორული მოწყობილობები
- Microsoft HoloLens: ნახევრად ვირტუალური რეალობის (augmented reality) მოწყობილობა
- Perceptive Pixel: დიდი მულტისენსორული ინტერფეისი, რომლის ბოლო მოდელი ამჟამად არის - (Surface Hub)
- ActiMates: საბავშვო სათამაშოები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დიზაინის სტრატეგიის მშენებლობა, books.google.ge, 2008.
- ↑ Microsoft-ის ტექნიკის ვებსაიტი, microsoft.com, hardware.