Windows Mixed Reality

(გადამისამართდა გვერდიდან Windows Holographic)

Windows Mixed Reality (ქართ. Windows-ის შერეული რეალობა; ადრე Windows Holographic) — დამატებითი რეალობის კომპიუტერული პლატფორმა მაიკროსოფტისგან, რომელიც შემუშავებულია Windows 10 ოპერაციულ სისტემაზე. ვინდოუსის აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისით (API), რომელიც ვინდოუს 10-ის ყველა ვერსიაშია ხელმისაწვდომი (მათ შორის ვინდოუს 10-ზე ტელეფონებისა და ტაბლეტებისათვის), დამატებითი რეალობის მახასიათებლებს შესაძლებლობა აქვს ადვილად განხორციელდეს ვინდოუსის ნებისმიერ უნივერსალურ აპლიკაციაზე, ვინდოუს 10-ზე მომუშავე ყველა მოწყობილობაზე.[1] კომპანია Microsoft-მა Windows Holographic-ი წარმოადგინა 2015 წლის 21 იანვრის პრესკონფერენციაზე „Windows 10: შემდეგი თავი“.[2]

Windows Mixed Reality

Microsoft HoloLens რედაქტირება

Windows Holographic-ის პირველი მოწყობილობა — Microsoft HoloLens-ი ჭკვიანი სათვალეა, რომელიც უკაბელოა და შეიცავს Windows 10-ზე მომუშავე კომპიუტერს. იყენებს მოწინავე სენსორებს, მაღალი გარჩევადობის, თავზე გასაკეთებელ 3D ოპტიკურ დისპლეის, რომელსაც გააჩნია ჰოლოგრაფიკული ლინზები და სივრცული ხმა დამატებითი რეალობის აპლიკაციებისათვის, Natural user interface-ი, რომელთა საშუალებითაც მომხმარებელი ურთიერთქმედებს მზერით, ხმით და ხელების მოძრაობით.[3] სანამ მოწყობილობას 2015 წლის იანვარში საზოგადოებას წარუდგენდა, მაიკროსოფტი მასზე ხუთი წლის მანძილზე მუშაობდა პროექტის ფარგლებში სახელად „Project Baraboo“.[3][4]

Microsoft HoloLens-თვის წარმოდგენილ აპლიკაციებს შორისაა HoloStudio — 3D მოდელირების აპლიკაცია, რომელსაც შეუძლია აწარმოოს 3D პრინტერებისათვის; Holobuilder-ი — ჩვენება, რომელიც შთაგონებულია ვიდეო-თამაშ Minecraft-ით; იმპლემენტირებულია Skype-ის სატელეკომუნიკაციო აპლიკაციები; OnSight — პროგრამული უზრუნველყოფის ხელსაწყო, რომელიც შექმნილია ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიასთან (JPL) ერთად.[5] OnSight-ი აერთიანებს მარსმავალ Curiosity-დან მოსულ მონაცემებს 3D სიმულაციებით, მარსის მსგავს გარემოში, რისი საშუალებითაც, HoloLens-ის გამოყენებით მთელი მსოფლიოს მეცნიერებს შეუძლიათ მოახდინონ ვიზუალიზაცია, ინტერაქტივი და თანამშრომლობა ერთდროულად. OnSight-ის გამოყენება შესაძლებელია მისიის დასაგეგმად, ვინაიდან მომხმარებლებს შეეძლებათ დააპროგრამონ მარსმავალის აქტივობები სიმულაციებით.[6] მავალის აქტივობების გასაკონტროლებლად, ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია OnSight-ის შეტანას Curiosity-ის მისიის ოპერაციებში 2015 წლის ივლისისათვის გეგმავს.[1]

HoloLens-ში გამოყენებულ სენსორთა ტიპებს შორისაა ენერგოეფექტური ღრმა კამერა 120°×120°-იანი ხილვადობით.[4] სენსორების სხვა შესაძლებლობებს შორისაა ასევე თავის მონიტორინგი, ვიდეოგადაღება და ხმის ჩაწერა. გარდა მაღალი დონის CPU-სა და GPU-სა, HoloLens-ს გააჩნია Holographic Processing Unit (HPU) — კოპროცესორი, რომელიც მრავალგვარ სენსორთა მონაცემების ინტეგრირებას ახდენს, სივრცული რუკების დახაზვის შესაძლებლობა, ჟესტების აღქმა, ხმოვანი და მეტყველებითი აღქმა.[1]

როგორც მაიკროსფტი ვარაუდობს, HoloLens-ი ხელმისაწვდომი იქნება „Windows 10-ის ვადებში“ და გაეშვება როგორც საწარმოო, ისე სამომხმარებლო ბაზრებზე.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Terry Myerson, Alex Kipman, Jeff Norris, Satya Nadella. (21 January 2015). Windows 10: The Next Chapter. Microsoft. Event occurs at 01:36:53. დაარქივებულია ორიგინალიდან 12 აპრილი 2015-ში. https://web.archive.org/web/20150412031218/https://ll.ms-studiosmedia.com/events/2015/1501/Windows10CP/live/Windows10CP.html. წაკითხვის თარიღი: 25 იანვარი 2015.
  2. 2.0 2.1 Shaban, Hamza. (2014-09-02) Microsoft announces Windows Holographic with HoloLens headset. The Verge. ციტირების თარიღი: 2015-01-21.
  3. 3.0 3.1 Hempel, Jessi. Restart: Microsoft in the age of Satya Nadella. Wired (21 January 2015). ციტატა: „Each lens has three layers of glass—in blue, green, and red—full of microthin corrugated grooves that diffract light. […] A “light engine” above the lenses projects light into the glasses, where it hits the grating and then volleys between the layers of glass millions of times.“ ციტირების თარიღი: 22 January 2015.
  4. 4.0 4.1 Hempel, Jessi. Project HoloLens: Our Exclusive Hands-On With Microsoft’s Holographic Goggles (21 January 2015). ციტირების თარიღი: 22 January 2015.
  5. Gilbert, Ben. I experienced 'mixed reality' with Microsoft's holographic computer headset, 'HoloLens' (21 January 2015). ციტირების თარიღი: 22 January 2015.
  6. NASA, Microsoft Collaboration Will Allow Scientists to "Work on Mars". Jet Propulsion Laboratory (21 January 2015). ციტირების თარიღი: 22 January 2015.