Microsoft Band
Microsoft Band — კორპორაცია მაიკროსოფტის მიერ შექმნილი და განვითარებული ჭკვიანი საათი და ფიტნეს-სამაჯური. შეზღუდული რაოდენობით, 199 აშშ დოლარად, შეერთებულ შტატებში ხელმისაწვდომი გახდა 2014 წლის 29 ოქტომბერს.[1]
მცირე რაოდენობის გამო (5000 ცალი), ონლაინ-სივრცესა და მაღაზიებში მოწყობილობა გამოსვლის დღესვე სრულიად გაიყიდა.[2] საათს აქვს ათი სენსორი, მათ შორის გულისცემის პოტიკურ მონიტორი, GPS და UV სენსორი.[3] სრული დატენვის შემთხვევაში მოწყობილობის ბატარეას ორი დღე შეუძლია გასძლოს.[2] Microsoft Band-ი ნაწილობრივ კავშირშია მის კომპანიონ აპლიკაცია Microsoft Health-თან, რომელიც Bluetooth-ის ქონის შემთხვევაში, ხელმისაწვდომია Windows Phone 8.1-ზე, Android 4.3+-სა და iOS 7.1+-ზე.[4] მოწყობილობას გააჩნია ჩაშენებული აპლიკაციები (თაილები), მათ შორის ჩასანიშნები, UV, მაღვიძარა, ტაიმერი, ზარები, ტექსტური შეტყობინებები, კალენდარი, Facebook, ამინდი და ა. შ.[5] იმ შემთხვევაში, თუ ჭკვიანი საათი დაკავშირებულია Windows Phone 8.1-ზე მომუშავე მოწყობილობასთან, ხელმისაწვდომია კორტანაც, თუმცა, ჯერჯერობით არ მუშაობს მისი ყველა მახასიათებელი.[6] შეტყობინებათა ცენტრის (Notifications Center) თაილის საშუალებით, თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ თქვენი ტელეფონის უახლესი შეტყობინებები. Microsoft-ის განცხადებით, სამომავლოდ აღნიშნული ფიტნეს-სამაჯური სხვა დეველოპერების მიერ შექმნილი აპლიკაციების მხარდაჭერით აღიჭურვება. ამასთან ერთად, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მოწყობილობა არ გამოიყენებს საოპერაციო სისტემას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Introducing Microsoft Band. Microsoft (October 29, 2014). ციტირების თარიღი: October 30, 2014.
- ↑ 2.0 2.1 Popa, Bogdan. (October 30, 2014) Microsoft Launches Band, Smartwatch Wannabe for Windows Phone, iOS, and Android. ციტირების თარიღი: October 30, 2014.
- ↑ Hachman, Mark. (October 29, 2014) Meet Microsoft Band, Microsoft's $200, fitness-focused smartwatch. ციტირების თარიღი: October 30, 2014.
- ↑ System requirements for Microsoft Band. Microsoft. ციტირების თარიღი: October 31, 2014.
- ↑ The tiles on your Microsoft Band. Microsoft. ციტირების თარიღი: October 30, 2014.
- ↑ Use Cortana with Microsoft Band and your Windows Phone. Microsoft. ციტირების თარიღი: October 30, 2014.