Memento mori
Memento mori („გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის“)[2] — ლათინური გამოთქმა, რომელიც სათავეს იღებს ძველ რომში გავრცელებული პრაქტიკიდან; როდესაც სარდალი ბრძოლიდან გამარჯვებული ბრუნდებოდა და საზეიმო მსვლელობისას („ტრიუმფი“) რომის მოქალაქეთა ბრბოსაგან ქებასა და პატივისცემას იღებდა, არსებობდა რისკი, რომ იგი ამპარტავნებისა და დიდებულების ილუზიის მსხვერპლად იქცეოდა, ამის თავიდან ასარიდებლად, მის უკან მდგარი მონა ეუბნებოდა „Respice post te. Hominem te memento“ („იზრუნე [დროზე შენი სიკვდილის შემდეგ] და გახსოვდეს, რომ [მხოლოდ] კაცი ხარ“). ფრაზას ხელახლა იყენებდნენ შუა საუკუნეებში და ის დაკავშირებული იყო ars moriendi-სა („სიკვდილის ხელოვნება“) და მასთან კავშირის მქონე ლიტერატურასთან. Memento mori ასკეტური დისციპლინის მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც განმარტოვებასა და სხვა სათნოებებზე ზრუნვით პიროვნული სრულყოფისა და ყურადღების სულის უკვდავებისა და საიქიო ცხოვრებისაკენ მიპყრობის საშუალება.[3]
ხელოვნებაში mementos mori მოკვდაობის მხატვრული ან სიმბოლური შეხსენებაა.[2] ევროპის ქრისტიანული ხელოვნების კონტექსტში, ესაა „გამოთქმა… ქრისტიანობის ზრდასთან ერთად განვითარებული, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ზეცაზე, ჯოჯოხეთსა და საიქიო ცხოვრებაში სულის ხსნაზე“.[4]
თარგმანი და მნიშვნელობა
რედაქტირებაMemento არის meminī-ის (დამახსოვრება, გონებაში ქონა) მეორე პირის მხოლობითი რიცხვის მომავალი დროის მოქმედებითი გვარის ბრძანებითი კილოს ფორმა და ჩვეულებრივ, გაფრთხილების როლს ასრულებს: გახსოვდეს!; mori კი morior-ის აწმყო დროის მოქმედებითი გვარის განუსაზღვრელი ფორმაა და სიტყვასიტყვით, სიკვდილს, კვდომას ნიშნავს.[5]
სხვა სიტყვებით, ‘გახსოვდეს სიკვდილი’ ან ‘გახსოვდეს, რომ მოკვდები’.[6]
ისტორიული გამოყენება
რედაქტირებაკლასიკური პერიოდი
რედაქტირებაპლატონის ფაედო, სადაც სოკრატეს სიკვდილია მოთხრობილი, წარმოგვიდგენს იდეას, რომ ფილოსოფოსის შესაფერისი პრაქტიკა „სხვა არაფერია თუ არა კვდომა და მკვდრად ყოფნა“.[7] სტოიკოსები განსაკუთრებით იყვნენ ცნობილები ამ დისციპლინის გამოყენებით. ლუციუს ანეუს სენეკას წერილები სავსეა სიკვდილზე ფიქრის მითითებებით.[8]
ევროპა — შუა საუკუნეები და ვიქტორიანული ეპოქა
რედაქტირებარელიგიური გამოყენება
რედაქტირებაMemento mori-ს მისალმებად იყენებდნენ პავლისტები (1620-1633), რომელთაც სიკვდილის ძმების სახელითაც იცნობენ.[9] ამტკიცებდნენ, რომ ფრაზას ამავე დანიშნულებით იყენებდნენ ტრაპისტებიც, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.[10]
პურიტანულ ამერიკაში
რედაქტირებაპურიტანული გავლენის გამო, კოლონიალური ამერიკის ხელოვნებაში დიდი რაოდენობით ვხვდებით memento mori-ის გამოსახულებებს. XVII საუკუნის ჩრდილოამერიკული პურიტანული საზოგადოება ალმაცერად უყურებდა ხელოვნებას, რადგანაც სჯეროდათ, რომ ის მართლმორწმუნეებს ღვთისაგან განაშორებდა, ღმერთისაგან შორს კი მას მხოლოდ ეშმაკისაკენ შეეძლო წაეყვანა ისინი, თუმცა პორტრეტები ისტორიის ასახვად ითვლებოდა და ამდენად, ნებადართული იყო. თომას სმითი, XVII საუკუნის პურიტანი, რომელსაც მრავალ საზღვაო ბრძოლაში უბრძოლია, ხატავდა კიდეც. მის ავტოპორტრეტში ჩვენ ვხედავთ ტიპურ პურიტანულ memento mori-ს თავის ქალით, რაც სიკვდილის გარდაუვლობაზე მიგვანიშნებს.
ლექსი თავის ქალის ქვეშ ხაზს უსვამს სმითის მიმღეობას სიკვდილისადმი.
მექსიკაში
რედაქტირებაmemento mori-ის ხელოვნების უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია მექსიკურ ფესტივალთან, გარდაცვლილთა დღე, რაც მოიცავს თავის ქალის ფორმის ტკბილეულსა და პურის „ძვლებით“ მორთულ ფუნთუშებს.
ეს თემა გადმოცემულია ცნობილია მექსიკელი გრავიორის, ხოსე გვადალუპე პოსადას ნამუშევრებში, სადაც ცხოვრების სხვადასხვა მსვლელობა ჩონჩხების სახითაა გამოხატული.
memento mori-ის კიდევ ერთი გამოვლინებაა მექსიკური „კალავერა“, ლიტერატურული კომპოზიცია ლექსის ფორმით, რომელიც, ტრადიციულად, იწერება ადამიანის პატივსაცემად, რომელიც ჯერ ისევ ცოცხალია, თუმცა ისეა დაწერილი, თითქოს ის უკვე მკვდარი იყოს. ამ კომპოზიციებს კომიკური ტონი ახასიათებთ და ხშირად მეგობრები უძღვნიან ერთმანეთს გარდაცვლილთა დღეს.[11]
ბუდიზმში
რედაქტირებაადრეულ ბუდისტურ ტექსტებში (სუტაპიტაკა) გვხვდება სიტყვა მარანასატი. პალის ენაზე იგი რთული სიტყვაა, რომელიც შედგება ორი სიტყვისაგან, „მარანასა“ და „სატისაგან“. ამ სიტყვების თარგმანი მსგავსია (თუ ზუსტად იგივე არაა) „memento mori“-ის თარგმანისა. მარანა ნიშნავს „სიკვდილს“ (და სავარაუდოდ, იგი დაკავშირებული უნდა იყოს ლათინურ „მორი“-თან საერთო პროტო-ინდურ-ევროპული ძირის, „მერ-“-ის საშუალებით), სატი კი შესაძლოა ნიშნავდეს „გახსოვდეს“, ასე რომ, მათგან შემდგარი სიტყვა დაახლოებით, ჟღერს, როგორც „გახსოვდეს სიკვდილი!“ (memento mori).
ძენი და სამურაი
რედაქტირებატიბეტურ ბუდიზმში
რედაქტირებაისლამში
რედაქტირება„სიკვდილის მოგონება“ („დჰიკრ ალ-მავთი“) ისლამური სულიერების (ე. ი. „ტაზკიის“, რაც თვითგანწმენდას, გულის გასუფთავებას ნიშნავს) მთავარი თემაა წინასწარმეტყველ მუჰამედის მედინაში ყოფნის დროიდან. ამ საკითხის საფუძველი ყურანშია მოცემული, სადაც ხშირადაა მითითებები წინა თაობების ბედისათვის ყურადღების მიპყრობის შესახებ.[12] ჰადისურ ლიტერატურაში, რომელიც მუჰამედის სწავლებებს ინახავს, ჩაწერილია წინასწარმეტყველის რჩევა მორწმუნეთათვის: „ხშირად გაიხსენეთ სიკვდილი, სიამეთა გამანადგურებელი“.[13] ზოგიერთ სუფს „აჰლ ალ-კუბურს“, „საფლავთა ადამიანს“ ეძახდნენ, რადგანაც ისინი ხშირად დადიოდნენ საფლავების მოსანახულებლად, რათა ეფიქრათ მოკვდაობასა და ამაოებაზე, რაც დაფუძნებული იყო მუჰამედის სწავლებაზე, მოენახულებინათ საფლავები.[14] ალ-ღაზალი თავის უკანასკნელ წიგნს, „რელიგიის მეცნიერებათა გაცოცხლება“, სწორედ ამ საკითხს უძღვნის.[15]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Memento mori and vanitas elements in the funerary art at St. John's Co-Cathedral, Valletta, Malta დაარქივებული 2017-06-30 საიტზე Wayback Machine. , an article on memento mori and ars moriendi appearing in the journal Treasures of Malta, December 2004
- Memento Mori დაარქივებული 2010-06-06 საიტზე Wayback Machine. , an article appearing on the website of the Museum of Art and Archaeology
- Several articles on this topic at the Matheson Trust Library.
- Memento Mori - An example in ceramic art
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Campbell, Lorne. Van der Weyden. London: Chaucer Press, 2004. 89. ISBN 1-904449-24-7
- ↑ 2.0 2.1 სიტყვასიტყვით, „გახსოვდეს (რომ შენც მოგელის) სიკვდილი“ დაარქივებული 2016-08-23 საიტზე Wayback Machine. , ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი, მესამე გამოცემა, ივნისი, 2001.
- ↑ See Jeremy Taylor, Holy Living and Holy Dying.
- ↑ Final Farewell: The Culture of Death and the Afterlife. Museum of Art and Archaeology, University of Missouri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-06. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
- ↑ Charlton T. Lewis, Charles Short, A Latin Dictionary, ss.vv.
- ↑ Oxford English Dictionary, Third Edition, s.v.
- ↑ Phaedo, 64a4.
- ↑ See his Moral Letters to Lucilius.
- ↑ F. McGahan, "Paulists", The Catholic Encyclopedia, 1912, s.v. Paulists
- ↑ E. Obrecht, "Trappists", The Catholic Encyclopedia, 1912, s.v. Trappists
- ↑ Stanley Brandes. "Skulls to the Living, Bread to the Dead: The Day of the Dead in Mexico and Beyond". Chapter 5: The Poetics of Death. John Wiley & Sons, 2009
- ↑ For instance, sura "Yasin", 36:31, "Have they not seen how many generations We destroyed before them, which indeed returned not unto them?".
- ↑ Hadith - The Book of Miscellany - Riyad as-Salihin - Sunnah.com - Sayings and Teachings of Prophet Muhammad (صلى الله عليه و سلم).
- ↑ Hadith - Book of Funerals (Kitab Al-Jana'iz) - Sunan Abi Dawud - Sunnah.com - Sayings and Teachings of Prophet Muhammad (صلى الله عليه و سلم).
- ↑ Al-Ghazali on Death and the Afterlife, tr. by T.J. Winter. Cambridge, Islamic Texts Society, 1989.