Maratus volans (ლათ.) — ხტუნია ობობების ერთ-ერთი სახეობა Maratus-ის გვარისა. ავსტრალიის ენდემი. გავრცელებულია კუინზლენდში, ახალ სამხრეთ უელსსა და ვიქტორიაში. მათი სხეულის სიგრძე 5 მმ აღწევს; მკვეთრადაა გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. მამრებს ახასიათებს ნათლად შეფერილი მუცელი, რომელიც წითელი, ნარინჯისფერი და ცისფერია. მათი ფეხების მესამე წყვილი გამოირჩევა სიგრძით, ამავე სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ მუცლის გაბერვა და გადაადგილება („ცეკვა“) აქეთ-იქით. ერთადერთი სახეობაა ობობების რიგში, რომლის მამრი ცეკვას ასრულებს მდედრის მისაზიდად. სახეობა პირველად 1874 წელს აღწერა ოქტავიუს პიკარდ-კემბრიჯმა.

Maratus volans

მამრი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  ობობასნაირნი
რიგი:  ობობები
ოჯახი:  ხტუნია ობობები
გვარი:  Maratus
სახეობა:  Maratus volans
ლათინური სახელი
Maratus volans (O. P-Cambridge, 1874)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jurgen C. Otto and David E. Hill (2011). «An illustrated review of the known peacock spiders of the genus Maratus from Australia, with description of a new species (Araneae: Salticidae: Euophryinae).» — Peckhamia 96.1: 1-27.
  • Thornhill, R., Alcock, J., (1984). The Evolution of Insect Mating Systems, Science Ne Series, 223(4638), 808—809
  • Otto Jürgen C., Hill David E. (2016). „Seven new peacock spiders from Western Australia and South Australia (Araneae: Salticidae: Euophryini: Maratus)“ (PDF). Peckhamia. 114 (1). ციტირების თარიღი: 2016-06-15. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს |lastauthoramp= (დახმარება)