მამონტი

(გადამისამართდა გვერდიდან Mammuthus)

მამონტი (ლათ. Mammuthus) — ძუძუმწოვრების ამომწყდარი გვარი სპილოსებრთა ოჯახისა, რომლებიც ცხოვრობდნენ მეოთხეულ პერიოდში. მათი სიმაღლე 5,5 მ აღწევდა, ხოლო წონა 14–15 ტ-ს. ამრიგად, მამონტი აფრიკულ სპილოებთან შედარებით, ორჯერ უფრო მძიმე იყო. გვარის უძველესი სახეობები Mammuthus subplanifrons და Mammuthus africanavus გაჩნდნენ 3–4 მლნ. წლის წინ აფრიკაში,[1] მამონტის გვიანდელი სახეობები ამოწყდნენ დაახლოებით 11 ათასი წლის წინ. ბეწვიანი მამონტის რელიქტური პოპულაციები ცხოვრობდნენ ადამიანებისათვის მიუწვდომელ არქტიკის კუნძულებზე ჯერ კიდევ 4 ათასი წლის წინ. მამონტები შესანიშნავად იყვნენ შეგუებულნი ცივი კლიმატის მკაცრ პირობებს; ბინადრობდნენ ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.[2] მათი დამახასიათებელი ნიშან-თვისება იყო ხშირი ბეწვიანი საფარველის არსებობა.[3] ცხოვრობდნენ ჯგუფებად, ისევე როგორც თანამედროვე სპილოები.

მამონტი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ხორთუმიანები
ოჯახი:  სპილოსებრნი
გვარი:  მამონტი
ლათინური სახელი
Mammuthus