Mac OS X Leopard
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
Mac OS X 10.5 (კოდური სახელწოდებაა Leopard) — Apple-ის საოპერაციო სისტემა Mac OS X-ის მეექვსე ვერსია. იგი ოფიციალურად გამოშვებულ იქნა 2007 წლის 26 ოქტომბერს 18 სთ-ზე (CEST). Leopard Mac OS X-ის რიგით მეხუთე მნიშვნელოვანი განახლებაა და პირველი ვერსიაა, რომელიც გაყიდვაში გამოვიდა უნივერსალური ორობითებით, რაც მას თავსებადს ხდის როგორც ინტელის პროცესორებზე დაფუძნებულთანამედროვე მაკინტოშებთან, ასევე მოძველებულ PowerPC-პროცესორიანებთან.
macOS-ის ვერსია | |
Mac OS X Leopard | |
შემქმნელი | Apple Inc. |
---|---|
ოპერაციული სისტემის ოჯახი |
|
წყაროს მოდელი | დახურული წყარო (ღია წყაროს კომპონენტებით) |
თავდაპირველი ვერსიის საბოლოო ვარიანტი |
26 ოქტომბერი, 2007[2] |
უკანასკნელი გამოშვება | 10.5.8 (ანაწყობი 9L31a)[3] / 13 აგვისტო, 2009 |
განახლების მეთოდი | Apple Software Update |
პაკეტების მენეჯერი | IA-32, x86-64, PowerPC |
ბირთვის ტიპი | ჰიბრიდული(XNU) |
ლიცენზია | კომერციული შიდა პროგრამული უზრუნველყოფა [4], Apple-ის საჯარო წყაროს ლიცენზიით (APSL) |
წინა | Mac OS X 10.4 Tiger |
შემდეგი | Mac OS X 10.6 Snow Leopard |
ოფიციალური საიტი | Apple - Mac OS X Leopard საიტზე Wayback Machine (archived May 28, 2009) |
მხარდაჭერის სტატუსი | |
შეწყვეტილია 2011 წლის 23 ივნისიდან[5][6] |
სიახლენი
რედაქტირებაროდესაც Apple-მა პირველად გამოაქვეყნა ცნობა Leopard-ის შესახებ, დასძინა რომ არ აღნიშნავდა ახალი სისტემის ყველა ახალ შესაძლებლობას, რათა თავიდან „იქნას აცილებული რომ მეგობრების მხრიდან ასლგადამღები მანქანების დროზე ადრე ჩართვა“ და რომ ამდენად კომპანია მხოლოდ ათ დიდ სიახლეს გახდიდა საჯაროს.
სიახლენი ფართო მომხმარებლისათვის
რედაქტირება- ახალ სამუშაო მაგიდას ამიერიდან აქვს :
- ახალი ანარეკლების მქონე სამგანზომილებიანი დოკი;
- რომელშიც შესაძლებელია დოკუმენტების დასტების (ინგლ. stacks) მოთავსება;
- განახლებული ნახევრადგამჭვირვალე (კონფიგურირებადი) მენიუზოლი, რომელსაც დაემატა დახმარების მენიუში ძებნის ველი, რომლითაც სწრაფად შეიძლება ვწვდეთ საძებნ ბრძანებას პროგრამის მენიუში ან მხარდაჭერის შესაბამის სტატიას;
- სარკმელთა ერთგვაროვანი ინტერფეისი, რომელიც პირველად iTunes-ის მე-7 ვერსიაში გამოჩნდა, შესაბამისად, გახეხილი ლითონის ტექსტურა აღარ გამოიყენება;
- ვექტორული ინტერფეისი;
- ახალი ფაინდერი Cover Flow-ს (ეს თვისებაც პირველად iTunes-ში გამოჩნდა) მისი საშუალებით ჩანს ტექსტური ფაილის პირველი სიტყვები, PDF-ს პირველი გვერდი და ა.შ.) მეოხებით ფაილებში ნავიგაციის საშუალებას იძლევა ;
- სწრაფხედი (ინგლ. QuickLook) — ახალი თვისება, რომელიც საშუალებითაც ,ეიძლებაა ფაილის სწრაფად დათვალიერება მის გაუხსნელად. სწრაფხედი შეიძლება მრავალი ტიპის ფაილის სწრაფნახვა: სურათების, აუდიოფაილების, ვიდეოფაილების, PDF-ფაილების, ტექსტური ფაილების, Microsoft Office-ის ფაილების და ა.შ.;
- სპოტლაითით (ინგლ. Spotlight) ამიერიდან შესაძლებელია ძებნა ლოგიკური ოპერატორების გამოყენებით როგორც ადგილობრივ ფაილებში ისე ადგილობრივი ქსელით დაკავშირებულ მაკებში. შესაძლებელი გახდა აგრეთვე ძებნა ჩაშენებულ ლექსიკონში და გამოთვლების ჩატარება კალკულატორის გამოუძახებლად;
- დროის მანქანა (ინგლ. Time Machine) ავტომატური დამარქაფების განგრძობადი და გამჭვირვალე სამარჯვი;
- სივრცეები (ინგლ. Spaces) — მრავლობითი სამუშაო მაგიდის შესაძლებლობა;
- Core Animation — ანიმაციათა შექმნის ახალი სისტემა;
- სისტემა მთლიანად 64-ბიტიანია — იგი ასეთი ტიპის პროგრამების გაშვების საშუალებას იძლევა და ამასთანავე 32-ბიტიან პროგრამებთან თავსებადია ემულაციის გარეშე;
- მშობელთა მიერ კონტროლის შესაძლენლობათა გაუმჯობესება (მანძილზე კონტროლი, დროის მონაკვეთების განსაზღვრა, სრული ლოგფაილები და ა.შ.);
- 512x512 პიქსელის ზომის მქონე ხატულები.
სიახლენი პროგრამისტებისათვის
რედაქტირება- Xcode 3.0-ისა და სამარჯვ Xray-ის ახალი ვერსია;
- მეხსიერების დინამიკური განწესების ახალი სისტემა;
- Dashcode — Dashboard-ის ვიჯეტთა საპროგრამო აპლიკაცია;
- მეხსიერების დინალიკური განწესება (უსაფრთხოების მიზნით);
- SandBox, რომელიც აპლიკაციას მხოლოდ იმის წვდომის საშუალებას აძლევს, რაც საჭიროა (უსაფრთხოების მიზნით);
- გადმოტვირთულ აპლიკაციათა ავტომატური დაჭდევება.
გამოცემების ისტორია
რედაქტირებავერსია | აწყობა | თარიღი | სახელწოდება | შენიშვნა | ჩამოტვირთვა |
---|---|---|---|---|---|
10.5 | 9A581 | ოქტომბერი 26, 2007 | Darwin 9.0 | ორიგინალური საცალოდ გაყიდული DVD | არ არის |
10.5.1 | 9B18 | ნოემბერი 15, 2007 | Darwin 9.1 | Mac OS X 10.5.1 განახლების შესახებ; მეორე საცალოდ გაყიდული DVD | Mac OS X 10.5.1 განახლება |
10.5.2 | 9C31, 9C7010 | თებერვალი 11, 2008 | Darwin 9.2 | Mac OS X 10.5.2 განახლების შესახებ | Mac OS X 10.5.2 Combo განახლება |
10.5.3 | 9D34 | მაისი 28, 2008 | Darwin 9.3 | Mac OS X 10.5.3 განახლების შესახებ | Mac OS X 10.5.3 განახლება |
10.5.4 | 9E17 | ივნისი 30, 2008 | Darwin 9.4 | Mac OS X 10.5.4 განახლების შესახებ; მესამე საცალოდ გაყიდული DVD | Mac OS X 10.5.4 განახლება |
10.5.5 | 9F33 | სექტემბერი 15, 2008 | Darwin 9.5 | Mac OS X 10.5.5 განახლების შესახებ | Mac OS X 10.5.5 განახლება |
10.5.6 | 9G55 | დეკემბერი 15, 2008 | Darwin 9.6 | Mac OS X 10.5.6 განახლების შესახებ | Mac OS X 10.5.6 განახლება |
9G66 | იანვარი 6, 2009 | მეოთხე საცალოდ გაყიდული DVD (Mac-ის ყუთის ნაწილი) | არ არის | ||
10.5.7 | 9J61 | მაისი 12, 2009 | Darwin 9.7 | Mac OS X 10.5.7 განახლების შესახებ | Mac OS X 10.5.7 განახლება |
10.5.8 | 9L30 | აგვისტო 5, 2009 | Darwin 9.8 | Mac OS X 10.5.8 განახლების შესახებ | Mac OS X 10.5.8 განახლება Mac OS X 10.5.8 კრებითი განახლება |
UNIX™-სერტიფიკატი
რედაქტირებაOpen Group-მა Mac OS X 10.5-ს ინტელზე მიანიჭა UNIX 03-ის სერტიფიკატი 2007 წლის მაისში[7]. შეიძლება ითქვას, რომ Mac OS X არის BSD-ზე დაფუძნებული პირველი საოპერაციო სისტემა რომელმაც მიიღო UNIX-ის სერტიფიკატი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mac OS X Version 10.5 on Intel-based Macintosh computers. The Open Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 11, 2008. ციტირების თარიღი: December 4, 2014.
- ↑ 26 ოქტომბერი, 2007
- ↑ Johnson, Jeff. Apple hot-swapped Mac OS X 10.5.8. Lap Cat Software Blog (September 1, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 1, 2016. ციტირების თარიღი: August 7, 2014.
- ↑ SOFTWARE LICENSE AGREEMENT FOR MAC OS X Single Use, Family Pack and Leopard Upgrade Licenses for use on Apple-branded Systems. Apple Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 25, 2015. ციტირების თარიღი: 19 March 2015.
- ↑ Apple signals end to OS X Snow Leopard support. Computerworld (December 17, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 7, 2014. ციტატა: „Apple provided the final update to Leopard in June 2011“
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 28, 2014. ციტირების თარიღი: 2014-05-09.
- ↑ Mac OS X Version 10.5 Leopard on Intel-based Macintosh