მესიე 26

ღია ვარსკვლავთგროვა ფარის თანავარსკვლავედში.
(გადამისამართდა გვერდიდან M26)

მესიე 26 (აგრეთვე ცნობილი როგორც ღია ვარსკვლავთგროვა M26 ან NGC 6694) — ღია ვარსკვლავთგროვა ფარის თანავარსკვლავედში. 1764 წელს აღმოაჩინა ფრანგმა ასტრონომმა შარლ მესიემ.

მესიე 26

M26 გადაჭიმულია დაახლოებით 22 სინათლის წლის მანძილზე, დედამიწიდან 5000 სინათლის წლის მოშორებით. მისი შემადგენელი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის ვარსკვლავიერი სიდიდეა 11,9. ასტრონომთა გამოთვლებით, ვარსკვლავთგროვის ასაკი 89 მილიონი წელი უნდა იყოს. M26-ის საინტერესო მახასიათებელია ვარსკვლავების დაბალი სიმჭიდროვით გამორჩეული რეგიონი ბირთვის სიახლოვეს; ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ამის მიზეზი ჩვენსა და ვარსკვლავთგროვას შორის არსებული ვარსკვლავთშორისი მატერიის ღრუბელი უნდა იყოს, თუმცა, ასტრონომ ჯეიმზ კუფეის ნაშრომის თანახმად, ეს შეუძლებელია და ის ნამდვილად არის „დაბალი ვარსკვლავური სიმჭიდროვით გამორჩეული რეგიონი“.[1] ნოტინგჰემის უნივერსიტეტის ასტრონომ მაიკლ მერიფილდის განცხადებით, ამ ფენომენის ზუსტი ახსნა ჯერჯერობით არ არსებობს.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Cuffey, James (1940). „The Galactic Clusters NGC 6649 and NGC 6694“. Astrophysical Journal. 92: 303. Bibcode:1940ApJ....92..303C. doi:10.1086/144220.
  2. Merrifield, Michael. (Oct 2, 2015) M26 - Open Cluster. University of Nottingham/University of Sheffield. ციტირების თარიღი: March 29, 2016