M240 ტყვიამფრქვევი — ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევი, რომელიც იწარმოება 1976 წლიდან და შეიარაღებაში იქნა მიღებული 1977 წელს. იგი დაფუძნებულია ბელგიური წარმოების FN MAG-ზე. განსხვავება ძირითადად ვიზუალურ მხარესა და დეტალებშია. იგი გამოიყენება ამერიკის შეიარაღებული ძალების ყველა საბრძოლო დანაყოფში.

M240

მ240ბ ვერსია
ტიპი საყოველთაო დანიშნულების ტყვიამფრქვევი
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 1977–დღემდე[1]
იყენებენ ბელგიის დროშა ბელგია
აშშ-ის დროშა აშშ
ომები და კონფლიქტები

სპარსეთის ყურის ომი (1990-1991)
იუგოსლავიის ომები
ომი ავღანეთში (2001-დღემდე)
ომი ერაყში

სირიის სამოქალაქო ომი[2]
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი ერნესტ ვერვიერი
შექმნის თარიღი 1950-იანი წლები
მწარმოებელი 1976-დღემდე
რაოდენობა 1 მილიონზე მეტი
ვარიანტები

M240
M240E1
M240C
M240D
M240B

M240L
მახასიათებლები
წონა მ240ბ: 12.5 კილოგრამი (ტყვიების ლენტის გარეშე), მ240ლ: 10 კილოგრამი (ტყვიების ლენტის გარეშე)
სიგრძე 1260მმ
ლულის სიგრძე 630მმ
სიგანე 120მმ
სიმაღლე 260მმ

ვაზნა 7.62x51მმ[3]
სროლის ტემპი მ240ბ და მ240ლ:550-650, მ240ც და მ240დ:850-950
ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე 853 მ/წმ
დამიზნების მანძილი 800-1100 მეტრი
მაქსიმალური მანძილი 3700 მეტრი
დატენვის სისტემა ნებისმიერი ტევადობის მქონე ლენტების ყუთები
სამიზნეები რკინის სტანდარტული სამიზნე, შესაძლებელია ოპტიკური და თერმული ოპტიკების დაყენება.

კონსტრუქციის აღწერა

რედაქტირება

მ240 ისვრის გახსნილი საკეტიდან, რაც ხშირად გვხვდება სხვადასხვა სახის ტყვიამფრქვევებზე, ტყვიამფრქვევს აქვს შესაძლებლობა იმუშაოს სამ სხვადასხვა ტიპის ჩამკეტ დგუშზე, პირველი სახის დგუშის გამოყენების შემთხვევაში სროლის ტემპი 650-750 ტყვია წუთში იქნება, მეორე სახის დგუშის შემთხვევაში 750-850 ტყვია წუთში, ხოლო მესამე ტიპის დგუშის გამოყენების დროს სროლის ტემპი 850-9500 ტყვია წუთამდე გაიზრდება. ტყვიამფრქვევის ლულის შეცვლა ძალზედ მარტივია, ლულის შესაცვლელად საჭიროა ღილაკის დაჭერა, ძველი ლულის მოხსნა და ახლის დამონტაჟება, ღილაკი ლულის მარცხნივ მდებარეობს. თუმცა ამ პროცესის დროს სიფრთხილის დაცვაა საჭირო, რადგან მ240-ის ლულა დიდი პერიოდის განმავლობაში სროლის შემდეგ იმდენად ცხელი ხდება რომ მას შეუძლია მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობის მიყენება შიშველი კანისათვის, გარეგნულად ლულას არ ეტყობა გადახურება, თუმცე თერმულ და ღამის ხედვის ხელსაწყოებში ლულის სიმხურვალის დანახვა შესაძლებელია.

ვარიანტები

რედაქტირება

M240 და M240E1 - თავდაპირველი ვერსია რომელიც გამოიყენებოდა მხოლოდ ტანკებზე და ჯავშანტრანსპორტიორებზე
M240C - M240-ის და M240E1-ის ვარიანტი, განსხვავდება მხოლოდ ტყვიების მიწოდების სისტემით.
M240D - M240E1-ის ვერსია რომელიც გამოიყენება ავიაციაზე.
M240H - M240D-ს ვარიანტი, განსხვავდება ლულის დიზაინით და სიგრძით, ასევე არის უფრო მსუბუქი.
M240N - მ240-ის ვერსია რომელიც გამოიყენება საზღვაო ძალებში. განსხვავდება სამიზნეების დიზაინით.
M240G - ვერსია რომელიც გამოიყენება ამერიკის საზღვაო ქვეითების კორპუსის მიერ, შესაძლოა დამონტაჟებული იქნას ჯავშან ტექნიკაზე ან გამოყენებული იქნას ქვეითების მიერ.
M240B - ყველაზე გავრცელებული ვარიანტი, გამოიყენება ამერიკის შეიარაღებული ძალების ყველა კორპუსში.
M240L - M240B-ს შემსუბუქებული ვარიანტი, იწონის 2 კილოგრამით ნაკლებს.
Barrett 240LW - ბარეტის წარმოებული შემსუბუქებული მ240ბ-ს ვერსია, ძალიან მცირე რაოდენობით იქნა მიღებული ამერიკის არმიის შეიარაღებაში.

მომხმარებლები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 FN Machine Guns: M240 Series. FNH USA (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-29. ციტირების თარიღი: 2018-01-12.
  2. Smallwood, Michael. US M240 GPMG seen with Jabhat al-Nusra fighter in Syria.
  3. M240B. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-15. ციტირების თარიღი: 2018-01-12.
  4. https://www.youtube.com/watch?v=YzEfxie-YyM
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-23. ციტირების თარიღი: 2018-01-12.
  6. https://www.flickr.com/photos/world_armies/6268775282/in/album-72157628862405391/
  7. Infodefensa.com. (20 January 2016) Los helicópteros Cougar y Chinook incorporarán las nuevas ametralladoras MAG-58, M3M y M-240 – Noticias Infodefensa España. infodefensa.com. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2016.
  8. http://comptroller.defense.gov/Portals/45/Documents/defbudget/fy2018/fy2018_CTEF_J-Book_Final_Embargoed.pdf