როჭო
ფრინველთა გვარი
(გადამისამართდა გვერდიდან Lyrurus)
როჭო (ლათ. Lyrurus) — ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. აერთიანებს 2 სახეობას: ჩვეულებრივი როჭო (Lyrurus tetrix), რომელიც გავრცელებულია ევროპასა და აზიის ტყისა და ტყე-ველის ზონებში და კავკასიური როჭო, რომელიც ბინადრობს დიდი და მცირე კავკასიონის მთიანეთში. მამალი ჩვეულებრივი როჭო შავია, ლურჯი და მწვანე ბზინვარება დაკრავს, ფრთაზე თეთრი „სარკე“ აქვს, კუდის გარეთა ბუმბულები ქნარს მოგვაგონებს. დედალი მომცრო და ჭრელია. ბუდობს შერეულ და ფოთლოვან ტყეებში. გაზაფხულზე მამლები ტიხრიხებენ. პოლიგამიური ფრინველებია. ბუდეს იკეთებს მიწაზე, დედალი დებს 4-14 კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 19-25 დღე. იკვებება მცენარეული საკვებით — კვირტებით, ყლორტებით, კენკრით, ნაყოფით; ზამთარში გუნდებად ნომადობენ. ძვირფასი სანადირო-სარეწაო ფრინველია.
როჭო | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Lyrurus | |||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 453.