მერქნის მღრღნელები
(გადამისამართდა გვერდიდან Lyctidae)
მერქნის მღრღნელები (ლათ. Lyctidae) — პატარ-პატარა ხოჭოების ოჯახი. აქვთ მოგრძო, ზემოდან გაბრტყელებული სხეული. ვითარდებიან გამხმარ მერქანში, რითაც იკვებება ხოჭოც და მატლიც. ოჯახში 100-ზე მეტი სახეობაა. გავრცელებულია თითქმის მთელ დედამიწაზე (პოლარულ ოლქებს გარდა). ყოფილ სსრკ-ში 6 სახეობაა, რომელთაგანაც Lyctus suturalis და Lyctus brunneus მხოლოდ კავკასიასა დაშუა აზიაში გვხვდება. მერქნის მღრღნელები აზიანებენ ნაგებობებს, ტელეგრაფის ბოძებს, ავეჯს და სხვა ადგილებს.
მერქნის მღრღნელები | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Lyctidae | |||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 594.