რუსული ტარანტული

(გადამისამართდა გვერდიდან Lycosa singoriensis)

რუსული ტარანტული (იგივეა რაც ობობა-მგელი; ლათ. Lycosa singoriensis) — ობობების კლასი, ობობა-მგლების ოჯახისა. გვხვდება შუა აზიაში, რუსეთის სამხრეთით და უკრაინაში. რუსული ტარანტული ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე ცენტრალურ ევროპასა და ჩინეთში. მისი არეალის უკიდურესი დასავლეთი წერტილია სახელმწიფო ავსტრია. ბინადრობს უდაბნოში, სტეპებსა და ტყე-სტეპის ზონებში. სხეულის სიგრძე 25-35 მმ. წონა 2.6-იდან 7 გრ-მდე. დაფარულია ხშირი რბილი ბეწვით. მოყავისფრო ფერისაა. თხრის ვერტიკალურ სოროებს, რომელთა სიგრძეა საშულოდ 30-40 სმ. შესასვლელი დაფარულია პარკით. ობობა-მგელი დღის განმავლობაში სოროში რჩება, ხოლო ღამით ნადავლის დასაჭერად გამოდის. მეტად აგრესიული ობობაა. შხამიანია. კბენა იწვევს ლოკალურ დალურჯებას და ძლიერი ტკივილის შეგრძნებას ნაკბენის ადგილზე. ადამიანს იშვიათად კბენს.

რუსული ტარანტული

რუსული ტარანტული
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Lycosa singoriensis

რუსული ტარანტულის ყველაზე დიდ ეგზემპლარს მიაგნეს ცენტრალურ ევროპაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება