კესელრინგის შროშანი
კესელრინგის შროშანი (ლათ. Lilium kesselringianum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახის (Liliaceae) შროშანის გვარისა (Lilium).
კესელრინგის შროშანი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კესელრინგის შროშანი | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Lilium kesselringianum (Miscz., 1914) | ||||||||||||||
|
სახელწოდება
რედაქტირებაშროშანის ამ სახეობამ სახელი ბოტანიკოს ფრიდრიხ ვილჰელმ კესელრინგის (1876-1966) პატივსაცემად მიიღო, რომელმაც იგი კულტურულ მებაღეობაში დანერგა და სრულყოფილი კულტივაცია შეძლო.
აღწერა
რედაქტირებაწარმოადგენს 60-100 სანტიმეტრის სიმაღლის მრავალწლოვან ბალახოვან კულტურას. ბოლქვები კვერცხისებური აქვს. ფოთლები კი ხაზურ-ლანცეტა, მჯდომარე, რიგად გაჰყვება მთელ სიგრძეზე. ფორმა პირამიდესებური; ყვავილები მოყვითალო-ღია რძისფერი, მტვრიანები კი მუქი იისფერი აქვს.[1] ნაყოფი კოლოფს წარმოადგენს. ყვავილობს ივნისსა და ივლისში.
გავრცელების არეალი
რედაქტირებაგავრცელებულია ჩრდილო კავკასიაში, საქართველოში, გვხვდება თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილშიც.[2]
იზრდება ტყის სარტყლის მინდვრებსა და ველებზე, ისევე როგორც სუბალპური სარტყლის მაღალმთიან მდელოებზე.[3][4]
სტატუსი
რედაქტირებაგადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი სახეობაა. შეტანილია წითელ წიგნში. ნადგურდება და მცირდება ძირითადად იმის გამო, რომ მის ბოლქვებს გარეული ცხოველები ჭამენ. გარდა ამისა, მებაღეები ბოლქვებს მიწიდან იღებენ ან ყვავილებს აგროვებენ თაიგულებისათვის, რაც სახეობას ასევე მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Plantarium, Lilium kesselringianum Miscz., Описание таксона numerous color photos; captions in Russian
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ornamental Plants From Russia And Adjacent States Of The Former Soviet Union Lilium kesselringianum Miscz.
- ↑ Kew World Checklist of Selected Plant Families[მკვდარი ბმული]
- ↑ Misczenko, Pavel Ivanovich 1914. Trudy Byuro po Prikladnoi Botanike 7:251.
- ↑ Tropicos, Lilium kesselringianum Miscz.