Imagine Dragons — ამერიკული ინდი-ჯგუფი, რომელიც შტატ ნევადაში, ლას ვეგასში ჩამოყალიბდა. მისი ამჟამინდელი წევრები არიან წამყვანი ვოკალისტი დენ რეინოლდსი, ბასისტი ბენ მაკკი, გიტარისტი უეინ სერმონი და დრამერი დენ პლატცმენი.[1] დიდი წარმატება მათ სადებიუტო ალბომმა Night Visions-მა მოუტანა, რომელიც 2012 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა. ამერიკულმა ჟურნალმა ბილბორდმა ჯგუფი "2012 წლის ყველაზე კაშკაშა ახალბედა ვარსკვლავებად" და "2017 წლის ყველაზე დიდ ბენდად" დაასახელა. როლინგ სტოუნმა კი მათი ჰიტი „Radioactive“, რომელიც რეკორდს ფლობს Billboard Hot 100-ში ყველაზე ბევრი კვირით ყოფნისთვის, უდიდეს როკ-ჰიტად მონათლა.

Imagine Dragons

ჯგუფის გამოსვლა 2018 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 2008–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები დენ რეინოლდსი
ბენ მაკკი
უეინ სერმონი
დენ პლატცმენი
ყოფილი წევრები ენდრიუ ტოლმენი
ბრიტანი ტოლმენი
საიტი imaginedragonsmusic.com
Imagine Dragons ვიკისაწყობში

ჯგუფს კიდევ უფრო დიდი წარმატება მეორე სტუდიურმა ალბომმა Smoke + Mirrors-მა (2015) მოუტანა , რომელმაც სადებიუტო პირველი ადგილი დაიკავა Billboard 200-ში, UK Albums Chart-სა და Canadian Albums Chart-ში. ამის შემდეგ ჯგუფი "ათთვიან მსოფლიო ტურში" ჩაერთო, რამაც ხანმოკლე პაუზა გამოიწვია ახალი სიმღერების გამოშვების თვალსაზრისით.

მესამე სტუდიური ალბომი Evolve 2017 წლის 23 ივნისს გამოვიდა. ჩარტის საუკეთესო სიმღერებს შორის მოხვდა "Believer", "Thunder", და "Whatever It Takes", ხოლო ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა ბილბორდის "Hot Rock Albums"-სა და "Alternative Albums"-ში.[2]

Evolve-ს მსოფლიო ტურის დასრულების შემდეგ ჯგუფმა გამოუშვა მეოთხე სტუდიური ალბომი Origins (2018). "Natural" და "Zero" გამოვიდა, როგორც პირველი სინგლები ალბომიდან. ამის შემდეგ ალბომს მალევე დაემატა "Machine" და "Bad Liar", ხოლო ადრევე დაანონსებულმა სინგლმა სახელად "Born to Be Yours" ალბომის საერთაშორისო დელუქს ვერსიაში გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა რომ ჯგუფის ოთხივე ალბომი კომერციულად წარმატებული იყო კრიტიკას მაინც ვერ გაექცა.[3]

Imagine Dragons-ს მოგებული აქვს სამი ამერიკული მუსიკალური ჯილდო, ცხრა ბილბორდის მუსიკალური ჯილდო, ერთი გრემის ჯილდო, ერთი MTV-ს ვიდეო-მუსიკალური ჯილდო და ერთიც მსოფლიოს მუსიკალური ჯილდო. 2014 წლის მაისში ჯგუფი ნომინირებული იყო ბილბორდის თოთხმეტ მუსიკალურ ჯილდოზე, მათ შორის წლის საუკეთესო არტისტის და მაილსტოუნის ჯილდოზე, რომელიც არტისტს გადაეცემა ინოვაციურობისა და შემოქმედობითობის აღსანიშნავად სხვადასხვა ჟანრში. 2018 წლის აპრილში კი ჯგუფმა თერთმეტი ნომინაცია მოიპოვა ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოებიდან.[4] ჯგუფს გაყიდული აქვს 20 მილიონი ალბომი და 35 მილიონი სინგლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჯგუფის ფორმირება

რედაქტირება

ჯგუფის სახელი ანაგრამა არის, რომლის ახსნაც მხოლოდ ჯგუფის წევრებმა იციან. ჯგუფის იდეა ლიდერ დენ რეინოლდს მოუვიდა, როდესაც იგი ბრიგემ იანგის უნივერსიტეტში სწავლობდა. ჯგუფში მან თავისი მეგობარი უეინ სერმონი მიიწვია, რომელიც კარგად უკრავდა გიტარაზე. ჯგუფი ნელ-ნელა ყალიბდებოდა და ლას-ვეგასში კი მათ ბასისტი ბენ მაკკი და დრამერი დენ პლატცმენი შეუერთდნენ.

2009-ის თებერვალში ჯგუფმა თავისი პირველი მინი-ალბომი Imagine Dragons ჩაწერა. ხოლო აპრილში კი მეორე მინი-ალბომი Hell and Silence ჩაწერეს. ორივე ალბომი ჯგუფმა Battle Born Studios-ში ჩაწერეს. რადიოში წარმატებული ჩარტების შემდგომ მათ ყოველწლიურ ფესტივალზე Bite of Las Vegas მიიწვიეს, სადაც წარმატებით გამოვიდნენ. ამის შემდეგ Las Vegas Weekly-მ ისინი 2010 წლის საუკეთესო ინდი-ჯგუფად დაასახელა. ჯურნალმა Vegas Seven კი პრემია „2011 წლის საუკეთესო CD“ გადასცა.

2011 წლის ნოემბერში ჯგუფმა კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ ხმისჩამწერ ლეიბლთან Interscope Records, სადაც მორიგი ალბომი Continued Silence ჩაწერა, რომელიც 2012 წლის 14 თებერვალს გამოვიდა.

2012 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა ჯგუფის პირველი სრული ალბომი Night Visions.

დისკოგრაფია

რედაქტირება
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Imagine Dragon-ის შესახებ: https://www.imaginedragonsmusic.com/content/about
  2. ჯგუფის მესამე სტუდიური ალბომის სადებიუტო პირველი ადგილები: https://www.billboard.com/articles/columns/chart-beat/7857788/imagine-dragons-evolve-no-1-top-rock-alternative-chart
  3. Imagine Dragons-ის მუსიკალური პროფილი: https://www.metacritic.com/person/imagine-dragons
  4. ბილბორდის 2018 წლის მუსიკალური დაჯილდოების ნომინანტთა სრული სია: https://www.billboard.com/articles/news/bbma/8343598/billboard-music-awards-2018-nominations-list