I Walk Alone (ტარია ტურუნენის სიმღერა)
„I Walk Alone“ — ტარია ტურუნენის სიმღერა და პირველი სინგლი ალბომიდან My Winter Storm. იგი გამოვიდა 2007 წლის 26 ოქტომბერს, ლეიბლ Universal Music-ზე.[1]
„I Walk Alone“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლის ყდა (ტარია, თოვლის დედოფალი) | ||||
სინგლი — ტარია ტურუნენი | ||||
ალბომიდან My Winter Storm | ||||
გამოსვლის თარიღი | 26 ოქტომბერი, 2007 | |||
ჟანრი | სიმფონიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 4:20 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Universal Music | |||
ავტორ(ებ)ი |
ანდერს ვოლბეკი მათიას ლინდბლომი | |||
ტარია ტურუნენი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
სიმღერა
რედაქტირებასიმღერა დაიწერა მათიას ლინდბლომისა და ანდერს ვოლბეკის მიერ; შთაგონებულია მოცარტის „რეკვიემის“ მიერ, რის გამოს ქმნის თეატრალურ ატმოსფეროს, რომელსაც აკომპანირებას უწევს ორკესტრი, გიტარა და ტარიას ძლიერი, საოპერო ხმა.
როგორც თვით ტარია აცხადებს, „სიმღერა კარგად აღწერს ჩემს შინაგან გარემოს და წარმომაჩენს, როგორც მომღერალს“.[2]
მუსიკალური ვიდეო
რედაქტირებავიდეო გადაღებულია ეშმაკის ტბაზე, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. რეჟისორია ჯონ ჰეიტმანი (რომელიც აგრეთვე იყო ჯგუფ Nightwish-ის სიმღერის ვიდეოს „Sleeping Sun“ რეჟისორი). კლიპში ტარიას შესრულებით ოთხი პერსონაჟია წარმოდგენილი: ფენიქსი, გარდაცვლილი ბიჭუნა, თოჯინა და ყინულის (თოვლის) დედოფალი (ამის გამო ტარიას თაყვანისმცემლები ხოლმე როგორც მუსიკისა და ყინულის დედოფალს მოიხსენიებენ).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-20. ციტირების თარიღი: 2018-01-08.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-19. ციტირების თარიღი: 2013-02-22.