Holidays in Eden

(გადამისამართდა გვერდიდან Holidays in Eden (ალბომი))

Holidays In Eden (ქართ. დასვენება სამოთხეში) — ბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის მეექვსე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა ბრიტანეთში 1991 წელს. ეს იყო ჯგუფის მეორე ალბომი ახალ ვოკალისტთან, სტივ ჰოგარტთან ერთად. ახალი ჩანაწერი ჯგუფის ბევრმა მოყვარულმა ჩათვალა ძველ სტილთან დაშორებად. ჩანაწერები დამზადდა ალბომის Seasons End საკონცერტო ტურნეს შემდეგ, რომელიც თითქმის ერთ წელიწადს გაგრძელდა. მიუხედავად ჯგუფის მცდელობისა, ჩაეწერა ალბომი, რომელიც დააკმაყოფილებდა ყველა ტიპის მსმენელს, დისკი არ სარგებლობდა პოპულარობით. იგი კომერციულად წარუმატებელი გამოდგა, ჯგუფის სხვა ალბომებთან შედარებით.

Holidays in Eden
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი ივნისი, 1991 (1 დისკიანი გამოცემა); თებერვალი, 1998 (2 დისკიანი გამოცემა)
ჩაიწერა სტუდია Outside, ოქსფორდშირი. იანვარი - ივნისი, 1991
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 48:17 (1 დისკიანი გამოცემა)
1:51:25 (2 დისკიანი გამოცემა)
ლეიბლი EMI
პროდიუსერი ნიკ დეივისი
Marillion — ქრონოლოგია
Seasons End
(1989)
Holidays in Eden
(1991)
A Singles Collection
(1992)
ალტერნატიული გარეკანი

1992 წლის აშშ-ის გამოცემა
სინგლები ალბომიდან Holidays in Eden
  1. „Cover My Eyes (Pain and Heaven)“
    გამოცემის თარიღი: 28 მაისი 1991
  2. „No One Can“
    გამოცემის თარიღი: 22 ივლისი 1991
  3. „Dry Land“
    გამოცემის თარიღი: 23 სექტემბერი 1991
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Q4/5 stars[1]
Allmusic2.5/5 stars[2]
Progressiveworld.net4/5 stars[3]

სიმღერების სია

რედაქტირება

ბრიტანული გამოცემა

რედაქტირება
  1. Splintering Heart – 6:54
  2. Cover My Eyes (Pain and Heaven) – 3:54
  3. The Party – 5:36
  4. No One Can – 4:41
  1. Holidays in Eden – 5:38
  2. Dry Land – 4:43
  3. Waiting to Happen – 5:01
  4. This Town – 3:18
  5. The Rakes Progress – 1:54
  6. 100 Nights – 6:41

აშშ გამოცემა

რედაქტირება

აშშ გამოცემაში, რომელიც გამოვიდა ბრიტანულის გამოსვლიდან 6 თვის შემდეგ, დამატებული იქნა ორი სიმღერა - A Collection და How Can It Hurt. ორივე იყო სინგლების No One Can და Cover My Eyes B-გვერდები. ამასთან, სიმღერების თანმიმდევრობა შეცვლილი იქნა და კომპოზიცია No One Can უფრო ვრცელი სახით იქნა წარმოდგენილი. ასევე განსხვავდებოდა გამოცემის ყდაც.

  1. Cover My Eyes (Pain and Heaven) - 3:56
  2. No One Can - 4:39
  3. Splintering Heart - 6:51
  4. The Party - 5:36
  5. A Collection - 3:00
  6. Holidays in Eden - 5:28
  7. How Can It Hurt - 4:10
  8. Dry Land - 4:43
  9. Waiting to Happen - 4:56
  10. This Town - 3:18
  11. The Rakes Progress - 1:54
  12. 100 Nights - 6:41

1998 წლის რემასტერი

რედაქტირება

1998 წლის 23 თებერვალს გამოვიდა ალბომის რემასტერი, სიმღერების იგივე თანმიმდევრობით, რაც ბრიტანულ გამოცემაში იქნა წარმოდგენილი. მეორე დამატებით დისკზე წარმოდგენილია:

  1. Sympathy – 3:30
  2. How Can It Hurt – 4:11 (b-გვერდი სინგლიდან Cover My Eyes)
  3. A Collection – 3:00
  4. Cover My Eyes (აკუსტიკური ვერსია) – 2:34 (b-გვერდი სინგლიდან No One Can)
  5. Sympathy (აკუსტიკური ვერსია) – 2:30 (b-გვერდი სინგლიდან No One Can)
  6. I Will Walk on Water (ალტერნატიული მიქსი) – 5:14
  7. Splintering Heart (კლუბი Moles) – 6:42
  8. You Don't Need Anyone (კლუბის Moles დემო) – 4:04
  9. No One Can (კლუბის Moles დემო) – 4:51
  10. The Party (კლუბის Moles დემო) – 5:45
  11. This Town (კლუბის Moles დემო) – 4:16
  12. Waiting to Happen (კლუბის Moles დემო) – 5:31
  13. Eric – 2:32
  14. The Epic (Fairground) (დემო) – 8:31

ალბომის ყდა

რედაქტირება

ალბომის გარეკანის ავტორია სარა ბოლი. ბილ სმითის თქმით, უცნობი მიზეზის გამო, მას კვლავ სურდა ილუსტრაციების სტილის დაბრუნება. შთაგონებად იქცა ლასკოს გამოქვაბულში (საფრანგეთი) აღმოჩენილი ნახატები კედლებზე. ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი, რომელზეც არ იქნა გამოსახული ცნობილი ლოგო და არც Marillion-ის წარსულზეა რამე მინიშნებები. კარლ გლოვერის თქმით, ახალი ლოგოს იდეებიც იყო, მაგრამ მათი ნაწილი მხოლოდ Marillion-ის მომავალ დისკებზე იქნა გამოყენებული.

სიმღერების შესახებ

რედაქტირება
  • Splintering Heart — სიმღერის ტექსტი სტივ ჰოგართს ეკუთვნის. მან ის ტორონტოში, 1990 წლის თებერვალში ყოფნისას მოიფიქრა - თებერვალში ტორონტოში ცივა. და მე წარმოვიდგინე გული, რომელიც იმსხვრევა სიმყარის ან სიცივის გამო.
  • Cover My Eyes — ჰოგართის კომენტარი: სიმღერა მხოლოდ მაშინ შეიქმნა, როდესაც ალბომზე მუშაობა დავიწყეთ. კრის ნილს მივაწოდეთ კასეტა დაუსრულებელი იდეებით. მოხდა ისე, რომ ტექსტზე დიდი გავლენა იქონია 60-იანების მსახიობ ელეანორ ბრონის პიროვნებამ. იქნებ სადმე დევიდ ნივენიც შეგხვდეთ. ტექსტის მხრივ, ეს არის ოცნება მშვენიერ ქალზე. მაგალითები აღებულია ფილმებიდან, მხატვრობიდან, ლიტერატურიდან და ვიდეოკლიპებიდან.

პერსონალი

რედაქტირება
ჩარტი (1991) უმაღლესი
პოზიცია
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[4] 7
გერმანიის ალბომები (Media Control)[5] 10
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[6] 36
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[7] 17
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[8] 7

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Henderson, Dave. Holidays in Eden review. Q. July 1991.
  2. Demalon, Tom. (2011 [last update])Holidays in Eden - Marillion | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 4 July 2011.
  3. Sollow, Stephanie. (2011 [last update])ProgressiveWorld.net. progressiveworld.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 4 July 2011.
  4. „Dutchcharts.nl – Marillion – Holidays in Eden“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 4 September 2016.
  5. "Longplay-Chartverfolgung at Musicline" (გერმანულად). Musicline.de. Media Control. წაკითხვის თარიღი 4 September 2016.
  6. "Marillion – Holidays in Eden". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 4 September 2016.
  7. "Marillion – Holidays in Eden". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 4 September 2016.
  8. "1991-06-30 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 4 September 2016.