HeForSheგაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის.

მოძრაობის მიზანი არის ბიჭებისა და კაცების ჩართულობა გენდერული თანასწორობის მიღწევაში და ბრძოლა ნეგატიური გენდერული ნორმების წინააღმდეგ. მოძრაობა ემყარება აზრს, რომ გენდერული თანასწორობა არის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხი, რომელიც გავლენას ახდენს ყველა ადამიანზე. HeforShe-ს ლოგო წარმოადგენს ქალებისა და კაცების ერთობას გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლაში, ვინაიდან მასში გაერთიანებულია ქალისა და კაცის გენდერული სიმბოლოები. „რაც უფრო ბევრს ვსაუბრობდი ფემინიზმზე, მით უფრო მეტად ვაანალიზებდი, რომ ქალების უფლებებისთვის ბრძოლა ძალიან ხშირად ასოცირდებოდა კაცთა სიძულვილზე. თუ რამე ვიცი დარწმუნებით, ისაა, რომ ეს უნდა შეწყდეს. ფემინიზმი არის რწმენა, რომ კაცებსა და ქალებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები. ესაა თეორია სქესთა შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თანასწორობისა“ — ემა უოტსონი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური კეთილი ნების ელჩი.

კვლევების მიხედვით საჭიტოა კიდევ 257 წელი გენდერული სხვაობის აღმოსაფხვრელად, რაც საჭიროებს კაცების ჩართულობას. HeforShe არის გლობალური მცდელობა იმისა, რომ ჩართონ კაცები და ბიჭები სოციალური და კულტურული ბარიერებისგან გათავისუფლებაში, რომლებიც ხელს უშლის ქალებსა და გოგოებს თავიანთი პოტენციალის ასრულებისკენ და შესაბამისად, დადებითი გავლენა მოახნინონ მთელ საზოგადებაზე. გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის საჭიროა ინკლუზიური მიდგომა, რომელიც აღიარებს კაცებისა და ბიჭების მნიშვნელოვან როლს ქალების უფლებებში. HeforShe იწვევს კაცებსა და ბიჭებს ჩაერთონ თანაბარ პარტნიორებად გენდერული თანასწორობის მიღწევასთან ბრძოლაში, რომელიც სარგებლიანია მთელი კაცობრიობისთვის.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური კეთილი ნების ელჩმა ემა უოტსონმა წარუდგინეს ეს კამპანია მსოფლიოს 2014 წელს, შედეგად მსოფლიოს გარშემო ასობით ათასმა ადამიანმა, მათ შორის მეტ დეიმონმა და ბარაკ ობამამ, მხარი დაუჭირა ამ კამპანიას. კამპანიის დაწყებისთანავე გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გააკეთა მოწოდება, რომ მობილიზებულიყო პირველი 10000 კაცი კამპანიაში. ამ მიზანს მიაღწიეს სამ დღეში. ახლა ოთხი წლის შემდეგ, HeforShe-ს ჰყავს 1,3 მილიარდი ერთგული წევრი, რომელთა რიცხვი კვლავ იზრდება. მხოლოდ შეერთებული შტატებიდან 141000+ კაცია ჩართული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=HeForShe&oldid=4539189“-დან