HIP 116454b
HIP 116454b — „სუპერ-დედამიწა“, რომელიც 190 სინათლის წლითაა დედამიწას დაშორებული თევზების თანავარსკვლავედის მიმართულებით. მისი დიამეტრი 32 186 კილომეტრია, მასა კი დედამიწისას 12-ჯერ აღემატება. მეცნიერთა აზრით, ის ან მთლიანად წყლითაა დაფარული, ან „მინი-ნეპტუნია“, რომელსაც უზარმაზარი და სქელი ატმოსფერო აქვს. HIP 116454b 13,5 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული თავისი დედავარსკვლავისაგან, რომელიც ნარინჯისფერი ჯუჯაა და მზეზე ოდნავ გრილი და პატარაა. პლანეტის ორბიტალური პერიოდი 9,1 დღეა. მკვლევართა თქმით, პლანეტის დედავარსკვლავთან ასეთი ახლო მანძილი მას სიცოცხლისთვის არასტაბილურს ხდის. [1] ეგზოპლანეტა კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა 2014 წლის 18 დეკემბერს.
HIP 116454b | ||||
---|---|---|---|---|
HIP 116454b (მხატვრის წარმოსახვა) | ||||
აღმოჩენა | ||||
აღმოჩენის მეთოდი | ტრანზიტული მეთოდი | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
ეკვატორული რადიუსი | 16 000 კმ. | |||
ზედაპირის ფართობი (S) | 3,22 × 109 კმ. | |||
მოცულობა (V) | 1,72 × 1013 კმ. | |||
მასა (m) | 12 დედამიწის მასა | |||
| ||||
|
აღმოჩენა
რედაქტირებაკეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა ეს ეგზოპლანეტა შენიშნა მანამდე, სანამ 2013 წლის მაისში არასწორი მუშაობის გამო დროებით შეწყდებოდა მისი ფუნქციონირება.
„როგორც ფენიქსი აღსდგა ფერფლიდან, კეპლერიც ასევე ხელახლა დაიბადა და აგრძელებს აღმოჩენების გაკეთებას. უკეთესიც, პლანეტა, რომელიც მან აღმოაჩინა, მომდევნო კვლევებისთვის ძალიან ხელსაყრელია“
| |
(განაცხადა ასტროფიზიკის ჰარვარდ-სმიტსონიანის ცენტრის ასტროფიზიკოსმა ენდრიუ ვანდერბურგმა[2])
|
ვანდერბურგმა და მისმა კოლეგებმა - რომელთაც სპეციალური პროგრამა შექმნეს, რომ შეეგროვებინათ მონაცემები კეპლერის არამდგრადი მდგომარეობის მიუხედავად - შენიშნეს პლანეტის ერთადერთი ტრანზიტი კეპლერის დაკვირვებებისას 9 დღიანი ტესტით, რომელიც თებერვალში მიმდინარეობდა. ასტრონომებმა ეს აღმოჩენა შემდეგ დაადასტურეს HARPS-North სპექტროგრაფით, რომელიც კანარის კუნძულებზე მდებარე Telescopio Nazionale Galileo-ზეა დამონტაჟებული.
კეპლერის მისია
რედაქტირებაკეპლერის ტელესკოპი 2009 წლის მარტში გაუშვეს 3,5 წლიან მისიაზე, რათა განესაზღვრა, რამდენად გავრცელებული იყო დედამიწის მსგავსი პლანეტები „ირმის ნახტომის“ გალაქტიკაში. ტელესკოპი დღემდე დაუჯერებლად წარმატებით აგრძელებს მისიას.[2] მანდ თითქმის 1000 პლანეტის არსებობა დაადასტურა - ცნობილ ეგზოპლანეტათა ნახევარზე მეტი - ხოლო 3200 კი პლანეტობის „კანდიდატია“, რომელთა უმრავლესობა შესაძლოა პლანეტა აღმოჩნდეს.
კეპლერი პლანეტებს „ტრანზიტული მეთოდით“ ეძებს. ის აკვირდება მოვლენას, როდესაც პლანეტა ვარსკვლავის წინ ჩაივლის და ვარსკვლავის სიკაშკაშე გარკვეული დროის განმავლობაში შესუსტდება. ასეთი სამუშაო დაუჯერებელ სიზუსტედ მოითხოვს - სწორედ ეს დაკარგა ტელესკოპმა 2013 წლის მაისში.
თუმცა, კეპლერის მკვლევართა ჯგუფმა ადვილად არ დათმო ტელესკოპი. მათ მოიფიქრეს მეთოდი, რითაც შეძლებდნენ კეპლერის სტაბილურობის გაზრდას. მათ ეს მოახერხეს მზის სინათლის წნევის გამოყენებით, შემდეგ დაგეგმეს ახალი მისია, სახელად K2[3], რომელიც გააგრძელებდა კეპლერის ეგზოპლანეტებზე ნადირობას შეზღუდული სტილით და ასევე შეისწავლიდა სხვა კოსმოსურ ობიექტებსა და ფენომენებს, როგორიცაა აქტიური გალაქტიკები და ზეახალი ვარსკვლავები.