H2SO4 — ქართული ალმანახი. გამოვიდა 1924 წელს. ალმანახი გამოსცა ფუტურისტულმა დაჯგუფებამ. ალმანახის სახელწოდება, გოგირდმჟავას ფორმულა, მიანიშნებდა ჯგუფის მიზანზე, ებრძოლათ წარსულის მემკვიდრეობის წინააღმდეგ. ალმანახი აწყობილი იყო სხვადასხვა ზომის შრიფტით ი. გამრეკელის მიერ. ალმანახში დაიბეჭდა სიმონ ჩიქოვანის, ბ. გორდეზიანის, ჟ. ღოღობერიძის, ნიკოლოზ შენგელაიას, შ. ალხაზიშვილი, პ. ნოზაძის და სხვების ნაწარმოებები.

H2SO4 პირველი ნომრის სურათი

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • H2SO4 — „ივერიელის“ ბიბლიოთეკა