Greenstream — გაზსადენი ლიბიაში. გაყვანილია ტრანსპორტირების მიზნით ხმელთაშუა ზღვის ქვეშ, ლიბიიდან იტალიის მიმართულებით. გაზსადენის სიგრძეა 520 კილომეტრი, ხოლო დიამეტრი 810 მილიმეტრი. ბუნებრივი აირის გამტარუნარიანობა წელიწადში 8-11 მლრდ. მ³. ეკუთვნის ლიბიის ნავთობის ეროვნულ კორპორაციასა და Eni-ს. აირის ტრანსპორტირების იდეა ლიბიიდან იტალიის მიმართულებით პირველად 1970-იან წლებში გაჩნდა. მშენებლობა დაიწყო 2003 წელს.[1] აირის საცდელი მიწოდება დაიწყო 2004 წლის 1 ოქტომბერს, ხოლო ამავე წლის 7 ოქტომბერს შედგა გაზსადენის გახსნის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ იტალიისა და ლიბიის პოლიტიკური ლიდერები შესაბამისად, სილვიო ბერლუსკონი და მუამარ კადაფი.[1][2] Greenstream-ის მშენებლობა დაჯდა 6,6 მლრდ. ამერიკული დოლარი.[1]

Greenstream რუკაზე აღნიშნულია მწვანე ფერით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 „Libya-Italy Pipeline Gas Sold Out“. Alexander's Gas & Oil Connections. 2004-10-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-15. ციტირების თარიღი: 2009-07-29.
  2. „New gas pipeline linking Libya to Italy opened“. Entrepreneur Media. 2005-07-18. ციტირების თარიღი: 2009-07-29.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Greenstream&oldid=4136564“-დან