Genesis Nomad

პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი

Genesis Nomad (აგრეთვე ცნობილი როგორც Sega Nomad) — მეოთხე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Sega-ს მიერ 1995 წლის ოქტომბერში ჩრდილოეთ ამერიკაში.[1][2] Nomad არის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლის, Sega Genesis პორტატიული ვერსია (ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ ცნობილი როგორც Sega Mega Drive). Nomad Sega-ს მიერ გამოცემული უკანასკნელი პორტატიული კონსოლია.

Genesis Nomad
სხვა სახელწოდებები Sega Nomad
მწარმოებელი Sega
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეოთხე თაობა
გამოშვების თარიღი ჩრდ.ამ. 199510ოქტომბერი 1995
შეწყდა ჩრდ.ამ. 1999
მედია Sega Genesis-ის სათამაშო კარტრიჯი
კვება 6 AA-ბატარეები, 2-დან 3 საათამდე
პროცესორი Motorola 68000
მონიტორი
  • 3.25-ინჩიანი ფერადი ეკრანი
  • AV-კონექტორი 320x224d (NTSC)
ხმა
  • მონოსპიკერი
  • ყურსასმენების ბუდე
შემდეგი Game Gear, Mega Jet

Genesis-სა და Mega Jet-ის მსგავსად, Nomad მოიხმარდა 16/32-ბიტიან Motorola 68000-ის მიკროპროცესორს[3] და ექვს ცალ AA-ბატარეებს ორიდან სამ საათამდე ხანგრძლივობით.[4] მასში ჩაშენებული იყო 3,25-დიუმიანი ფერადი ეკრანი,[5] ასევე გააჩნდა სტანდარტულ ტელევიზორზე მიერთების ფუნქცია.[3]

კონსოლი ექსკლუზიურად იყიდებოდა ჩრდილოეთ ამერიკაში და ოფიციალურად არსდროს გამოსულა სხვა რეგიონში, გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც იაპონიაში კონსოლი გამოიცა შეზღუდული რაოდენობით, თუმცა ვერ ჰპოვა სათანადო წარმატება.[4] მასზე არათავსებადი იყო Genesis-ის პერიფერიბი, მათ შორის Power Base Converter, Sega CD და 32X.

საგულისმხმო ის არის, რონ Sega Nomad-ს არ გააჩნდა თამაშების საკუთარი ბიბლიოთეკა, ამის ნაცვლად მასზე თავსებადი იყო Genesis-ის თამაშები. გამოსვლისთანავე მასზე ხელმისაწვდომი იყო 500-მდე თამაში. მას აგრეთვე შეეძლო Genesis-ისთვის შექმნილი არალიცენზირებული Hombrew და მეკობრული თამაშების გაშვება.

კონსოლმა ვერ შეძლო პოპულარობის მოპოვება მომხმარებლებში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამისა იყო ის, რომ ბაზარზე დომინირებდა Nintendo-ს პორტატიული კონსოლი Game Boy, ხოლო ვიდეო თამაშის „Pokémon Red and Blue“-ის გამოსვლის შემდეგ Game Boy-ს პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდა, რამაც უარყოფითად იმოქმედა Nomad-ის გაყიდვებზე, აქედან გამომდინარე, 1999 წელს Nomad თავდაპირველ ფასთან შედარებით სამჯერ ნაკლებ ფასად იყიდებოდა. საბოლოო ჯამში, იმავე წელს კომპანია Sega-მ შეწყვიტა კონსოლის წარმოება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Marriott, Scott Alan. Sega Genesis Nomad - Overview. Allgame. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 14, 2014. ციტირების თარიღი: October 18, 2013.
  2. Snow, Blake (July 30, 2007). „The 10 Worst-Selling Handhelds of All Time“. GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 12, 2007. ციტირების თარიღი: January 17, 2008.
  3. 3.0 3.1 „Nomad: Sega's On-the-road Warrior“. GamePro. IDG (87): 20. December 1995.
  4. 4.0 4.1 Hunt, Stuart. „Retroinspection: Sega Nomad“. Retro Gamer. Imagine Publishing (69): 46–53.
  5. Linneman, John. (2018-05-13) DF Retro: Revisiting Sega's Nomad - the original Switch? en. ციტირების თარიღი: 2020-03-04
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Genesis_Nomad&oldid=3941958“-დან