GameKing
GameKing — პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლების სერია, შექმნილი და გამოცემული კომპანია Timetop-ის მიერ ჰონგ-კონგის ბაზრისთვის.[1] საერთო ჯამში გამოვიდა სამი მოდელი: GameKing I, GameKing II და GameKing III.
პირველი კონსოლი GameKing I გამოვიდა 2003 წელს. იგი მოიხმარდა 65C02-ის ცენტრალურ პროცესორს 6,0 მჰც ტაქტური სიხშირით, LCD ეკრანს, 2 ცალ AAA ტიპის ბატარეას. დიზაინით წააგავდა Nintendo-ს Game Boy Advance-ს.[2]
2004 წლის ოქტომბერში კომპანიამ დააანონსა GameKing-ის რიგით მეორე მოდელი GameKing II, რომელიც ხელმისაწვდომი იყო რამდენიმე ფერში (შავი, ნაცრისფერი, თეთრი და ყვითელი) და გამოიყენებდა 3 ცალ AAA ტიპის ბატარეას. დიზაინით წააგავდა Sony-ს PlayStation Portable-ს.[3]
2005 წელს კომპანია TimeTop-მა გამოსცა რიგით მესამე კონსოლი სახელწოდებით GameKing III ან GM-220, რომელიც მხოლოდ აზიაში იყიდებოდა. წინა მოდელებისაგან განსხვავებით აღჭურვილი იყო სრულფასოვანი ფერადი ეკრანით.
კონსოლს გააჩნდა თამაშების მეტად მწირი ბიბლიოთეკა. საერთო ჯამში მასზე ხელმისაწვდომი იყო 38 თამაში, რომელთაგან 3 კონსოლში იყო ჩაშენებული. უმეტესობა წარმოადგენდა NES, Commodore 64 და Atari 2600-ის თამაშების კლონებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- GameKing — „Video Game Kraken“
- GameKing I — „Console Database“
- GamKing-ის თამაშები — „Giant Bomb“
სქოლიო
რედაქტირება- ↑ So What's a Gameking?. The Gameking Hunt. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2021.
- ↑ GAMEKING. Obsolete Worlds. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2021.
- ↑ Timetop GameKing. Giant Bomb. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2021.