გერმანიის მარშალის ფონდი
გერმანიის მარშალის ფონდი (ინგლ. German Marshall Fund) (სრული სახელი - ამერიკის შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდი (ინგლ. German Marshall Fund of the United States), შემოკლებით - GMF) — დამოუკიდებელი არაპარტიული საჯარო ანალიტიკური და გრანტის გამცემი ინსტიტუტიცია, რომლის მიზანი არის ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობაა.
გერმანიის მარშალის ფონდი | |
---|---|
ინგლ. German Marshall Fund | |
დევიზი |
ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად ინგლ. Strengthening Transatlantic Cooperation |
აბრევიატურა | GMF, ასევე GMFUS |
შეიქმნა | 1972 |
ტიპი | ანალიტიკური ინსტიტუტი და ორგანიზაცია |
ატარებს სახელს | მარშალის გეგმა |
დამფუძნებელი (-ები) | გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა |
ქვეყანა | აშშ |
http://www.gmfus.org/ |
ფონდი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მარშალის გეგმის 25-ე წლისთავზე, 1972 წელს, დაფუძნდა. ფონდის დაარსებისას ჰარვარდში წარმოთქმულ სიტყვაში გერმანიის კანცლერმა ვილი ბრანდტმა აღნიშნა, რომ „ჩემს მთავრობას სურდა მარშალის გეგმის დაწყების 25-ე წლისთავის აღნივნა უფრო მეტით, ვიდრე სიტყვებით. გერმანიის მთავრობამ, პარლამენტის ნებართვით, გამოყო გარკვეული თანხები მარშალის მემორიალური ფონდის შესაქმნელად. ეს თანხა გამოყოფილია ამერიკა-ევროპის კვლევებისა და კვლევითი პროექტებისთვის.“ [1]
GMF-ის საქმიანობის სფერო მოიცავს ტრანსატლანტიკური და გლობალური საკითხების კვლევასა და ანალიზს; საერთაშორისო კონფერენციების ჩატარებასა და ბიზნესისა და პოლიტიკის სფეროს ლიდერების შეხვედრების მოწყობას; გაცვლითი პროგრამები ევროპელი და ამერიკელი ლიდერებისთვის; დემოკრატიის გაძლიერების ინიციატივების მხარდაჭერა.[2] ფონდის ძირითადი საქმიანობა არის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, ლიდერებოა და სამოქალაქო საზოგადოება.[3]
გერმანიის მარშალის ფონდის შტაბ-ბინა ქალაქ ვაშინგტონში მდებარეობს, ხოლო მისი რეგიონალური ოფისები რამდენიმე ევროპულ დედაქალაქში. [2]