Family Guy: The Quest for Stuff
Family Guy: The Quest for Stuff — ვიდეო თამაში მშენებლობის სიმულატორის ჟანრში, რომელიც შექმნა კომპანია TinyCo-მ და გამოსცა Fox Digital Entertainment-მა. თამაში გამოვიდა 2014 წლის 10 აპრილს და ხელმისაწვდომი არის App Store-სა და Google Play-ის მეშვეობით შემდეგ პლატფორმებზე: Android, Kindle Fire, iOS, Windows Phone 8, Windows 8.1, Adobe Flash. დაფუძნებული არის ამერიკულ ანიმაციურ ტელესერიალ გრიფინებზე. TinyCo-თან ასევე თანამშრომლობდნენ ტელესერიალის გამოხმოვანებლები, სეთ მაკფარლეინი, (პიტერი, სტიუ, ბრაიანი), ალექს ბორტეინი (ლოისი), მილა კუნისი (მეგი) და სეთ გრინი (კრისი).
Family Guy: The Quest for Stuff | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | TinyCo |
გამომცემელი | Fox Digital Entertainment |
პლატფორმ(ებ)ი |
Android Kindle Fire iOS Windows Phone 8 Windows 8.1 Adobe Flash |
გამოსვლის თარიღი | 10 აპრილი, 2014 |
ჟანრ(ებ)ი | ქალაქის მშენებლობის სიმულატორი |
რეჟიმ(ებ)ი |
ერთმოთამაშიანი მრავალმოთამაშიანი |
პროდიუსერ(ებ)ი | იმანოლ მარტინესი |
კომპოზიტორი | უოლტერ მერფი |
მოთამაშეს მოუწევს აღადგინოს ქალაქი კუაჰოგი. თამაშში ასევე შესაძლებელია კვესტების შესრულება, მაგალითისთვის, დაეხმაროთ პიტერს გახდეს მეკობრე და ასევე დაეხმაროთ მაიორ ადამ უესტს გადაარჩინოთ ქალაქი გამძვინვარებული ხარებისგან.
Family Guy: The Quest for Stuff მიიღო შერეული შეფასებები კრიტიკოსებისგან. საერთო მიმოხილვების საიტებზე, GameRankings-სა და Metacritic-ზე თამაშის iOS-ის ვერსია ფლობს 50% და 47/100.[1][2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2015-11-08 საიტზე Wayback Machine.
- Family Guy: The Quest for Stuff MobyGames-ზე
- Family Guy: The Quest for Stuff GameFAQS-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Family Guy: The Quest for Stuff. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 23, 2014. ციტირების თარიღი: August 22, 2014.
- ↑ Family Guy: The Quest for Stuff. Metacritic. ციტირების თარიღი: August 22, 2014.