Europa Universalis IV

2013 წლის კომპიუტერული თამაში

Europa Universalis IVსტრატეგიული ვიდეო თამაში „Europa Universalis“ სერიიდან, რომელიც შექმნილია Paradox Development Studio-ის მიერ და გამოქვეყნებულია Paradox Interactive-ს მიერ. თამაში გამოვიდა 2013 წლის 13 აგვისტოს.

Europa Universalis IV
დეველოპერ(ებ)ი Paradox Development Studio
გამომცემელი Paradox Interactive
სერია Europa Universalis
ძრავა Clausewitz 2.5
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows, OS X, Linux
გამოსვლის თარიღი 13 აგვისტო, 2013
ჟანრ(ებ)ი გრანდ სტრატეგია
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი
დიზაინერ(ებ)ი იოჰან ანდერსონი
საიტი ოფიციალური საიტი

თამაშში მოქმედება მიმდინარეობს ადრეულ თანამედროვე პერიოდში, 1444 წლის 11 ნოემბრიდან 1821 წლის 2 იანვრამდე.

გეიმპლეი

რედაქტირება

Europa Univeralis IV-ის მოქმედება ხდება შეზღუდულ დროში, 1444 წლიდან 1821 წლამდე. მოთამაშემ უნდა შეარჩიოს საწყისი დრო და დაიწყოს თამაში თითქმის ყველა ქვეყანად რომელიც მაშინ არსებობდა. ყველა დედამიწის გეორგრაფიული ადგილი შეიძლება იყოს მფლბელობაში, ასევე შეიძლება მისი დაპყრობა და კოლონიზაცია, რამდენიმე შეზღუდვებით - უდაბნოები, ჯუნგლები, ან ტუნდრა, ეს ადგილები ითვლება დაუსახლებლად.

გარდა ოფიციალური დამატებებისა, ასევე უფასოდ ხელმისაწვდომი არის მესამე მხარის მიერ შექმნილი მოდები. მათი უმეტესობა განთავსებულია Steam Workshop-ზე. მოდების საშუალებით შესალებელია სხვადასხვა ახალი მახასიათებლების დამატება და ამოღება/გაუქმება.

შემუშავება

რედაქტირება

შემუშავება დაიწყო 2011 წელს. 2012 წლის ნოემბერში გაჩნდა შემქმნელთა პირველი დღიური, რომელიც მოგვითხრობდა თამაშის შესახებ. ყოველ კვირეულად გამოდიოდა შემქმნელების ახალი დღიური, რომელთა საერთო რაოდენობა 47-მდე აღწევვს. 2013 წელს დეველოპერებმა გულშემატკივრებს სთხოვებს დახმარებოდათ მათ თავიანთი მეგობრების მოზიდვაში და შედეგად მიიღებდნენ ჯილდოს, მათ შორის თამაშის ბეტა ვერსიას.

შეფასებები

რედაქტირება
 შეფასება
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
Metacritic 87/100[1]
ქულები
წყარო რეიტინგი
GameSpot 90/100[2]
IGN 8.9/10[3]
PC Gamer (US) 91/100[4]

„Europa Universalis IV“ დადებითად მიიღო სათამაშო პრესამ. საერთო განხილვის საიტ Metacritic-ზე ფლობს 100-დან 87 ქულას. კრიტიკოსებმა ძირითადად შეაქეს მისი ახალი მექანიკა და გრაფიკა.[5][6].

თამაშმა 2013 წელს პოლონური საიტ „gikz.pl“-ისგან მიიღო „წლის თამაშის“ ჯილდო[7]. ასევე მიენიჭა „საუკეთესო სტრატეგიისა“ და „საუკეთესო ისტორიული თამაშის“ ტიტული სხვადასხვა გამოცემისგან[8].

გაყიდვები

რედაქტირება

2014 წლის მონაცემით, გაიყიდა თამაშის 300,000 ეგზემპლიაერი[9]. 2016 წელს Steam-ზე დარეგისტრირებული იყო დაახლოებით 900,000-მდე მომხმარებელი[10], ხოლო 2016 წლის 21 ივნისის მონაცემით, გაყიდვების სრული რაოდენობა 1 მილიონ ასლს გაუტოლდა[11].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Europa Universalis IV review. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-29. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2013.
  2. Europa Universalis IV review. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-23. ციტირების თარიღი: 2016-09-06.
  3. Europa Universalis IV review. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-01. ციტირების თარიღი: 2016-09-06.
  4. Europa Universalis IV review. PC Gamer.
  5. Bitterman, Tom. Europa Universalis IV. ციტირების თარიღი: 28 ივნისი, 2015.
  6. Brown, Fraser. Review: Europa Universalis IV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-16. ციტირების თარიღი: 28 ივნისი, 2015.
  7. Wielkie Derby - Gra Roku.
  8. Europa Universalis IV. ციტირების თარიღი: 28 ივნისი, 2015.
  9. Aziz, Hamza. (2 მაისი, 2014) How Paradox Interactive found success in a niche market. Destructoid. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბრი, 2014.
  10. Europa Universalis IV. Steam Spy. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2016.
  11. Paradox Interactive Announces Grand Successes for Grand Strategy Titles (21 ივნისი, 2016). ციტირების თარიღი: 4 ივლისი, 2016.