Ericaphis voegtlini
მწერი ბუგრისებრთა ოჯახისა
Ericaphis voegtlini — მწერი ბუგრისებრთა ოჯახისა. პირველად აღწერეს შალვა ბარჯაძემ, ენდი ჯენსენმა და მარიუშ კანტურსკიმ 2018 წელს. ბინადრობს მასპინძელ მცენარეზე Chamaebatia foliolosa კალიფორნიაში. საკმაოდ გრძელი და უდრეკი დორსალური ჯაგრებითა და მკაფიოდ გაფართოებული საწვნე მილებით, რომლებზეც კარგადაა განვითარებული პოლიგონალური ბადიანობა, განსხვავდება გვარ Ericaphis-ის ყველა დანარჩენი სახეობისაგან. ახალი სახეობა, სავარაუდოდ, კალიფორნიის ენდემია, ისევე, როგორც მისი მასპინძელი მცენარე.[1]
Ericaphis voegtlini | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Ericaphis voegtlini (Barjadze, Jensen & Kanturski; 2018) | |||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა ბუგრის ახალი სახეობა აღწერა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (2018). ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2020.