Electronic Sound — ინგლისელი მუსიკოს ჯორჯ ჰარისონის მეორე სტუდიური ალბომი. ალბომი გამოვიდა 1969 წლის 9 მაისს ლეიბლზე Zapple Records. იგი მოხვდა დიდი ბრიტანეთის ჩარტებში. აშშ-ს ჩარტში კი #191-ე ადგილი დაიკავა. დისკში შესულია ორი ხანგრძლივი კომპოზიცია. ორივე კომპოზიცია სრულდება მუგის სინთეზატორზე.

Electronic Sound
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 9 მაისი 1969
ჩაიწერა ნოემბერი 1968 და თებერვალი 1969
ჟანრი ექსპერიმენტალური
ხანგრძლივობა 43:50
ლეიბლი Zapple/EMI
პროდიუსერი ჯორჯ ჰარისონი
ჯორჯ ჰარისონი — ქრონოლოგია
Wonderwall Music
(1968)
Electronic Sound
(1969)
All Things Must Pass
(1970)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic4/5 stars[1]
MusicHound1/5[2]
Rolling Stone(შერეული)[3]
The Rolling Stone Album Guide2.5/5 stars[4]
Uncut2/5 stars[5]

სიმღერის „No Time or Space“ ნაწყვეტები გამოიყენება ჰარისონის სხვა კომპოზიციაში, „I Remember Jeep“, ალბომიდან All Things Must Pass (1970).

ალბომის გარეკანის ავტორია ჰარისონი, რომელმაც დახატა ეს უცნაური კოლაჟი. შიდა გარეკანზე ალბომის შესახებ მითითებული იყო მინიმალური ინფორმაცია და ართურ ვაქსის ციტირება - „ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომელიც ხმაურობს; აი კიდევ რამდენიმე.“

ექსპერიმენტული და არაკომერციული ხასიათის გამო, Electronic Sound ინგლისში წარუმატებელი აღმოჩნდა. აშშ-ში მან ოდნავ შეაღწია ბილბორდის ჩარტში. მისი მაქსიმალური ადგილი ამ რეიტინგში იყო #191.

მუსიკოსმა ბერნი კრაუსემ ჰარისონს სასამართლოში უჩივლა, იმ მიზეზით, რომ, როგორც თავად ამტკიცებდა, მეორე მხარეზე გამოყენებული მუგის სინთეზატორის პარტიები იყო მისი შესრულების ჩანაწერი. კრაუსეს სახელი სინამდვილეში გამოტანილი იქნა გარეკანზე, მაგრამ უფრო ბნელ ფერებში, რამაც, ეტყობა, არ მიიქცია კრაუსეს ყურადღება.

1996 წელს პირველად გამოვიდა ალბომის ახალი გამოცემა.

სიმღერების სია

რედაქტირება
  • „Under the Mersey Wall“ – 18:43
  • „No Time or Space“ – 25:06

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Electronic Sound AllMusic-ზე
  2. Gary Graff & Daniel Durchholz (eds), MusicHound Rock: The Essential Album Guide, Visible Ink Press (Farmington Hills, MI, 1999; ISBN 1-57859-061-2), p. 529.
  3. Ward, Edmund O. (9 August 1969). „Records“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 1 October 2015.
  4. "George Harrison: Album Guide", rollingstone.com (archived version retrieved 5 August 2014).
  5. Nigel Williamson, "All Things Must Pass: George Harrison's post-Beatles solo albums", Uncut, February 2002, p. 60.