Electronic Meditation — გერმანული ელექტრონული ჯგუფ Tangerine Dream-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1970 წელს, ლეიბლზე Ohr.
დისკი ჩაწერილი იქნა ნაქირავებ ქარხანაში, ბერლინში, 1969 წლის ოქტომბერში, ორფირიანი ჩამწერის Revox დახმარებით. ალბომის მუსიკალური სტილისტიკა წარმოადგენს თავისუფალი ჯაზური იმპროვიზაციების, ელექტრონული მუსიკის და ინსტრუმენტული როკის სინთეზს. მასზე გამოყენებულია როგორც სტანდარტული, ასევე ჯგუფის წევრების მიერ აწყობილი ინსტრუმენტების ფართო სპექტრი. გარდა ამისა, გამოიყენება სხვადასხვა სპეციფიკური ხმოვანი ეფექტიც.
ეს არის ჯგუფის ერთადერთი დისკი, რომელზეც უკრავენ ფრეზე, შულცე და შნიცლერი. 2002 წლის გამოცემა შეიცავს ანოტაციას, სადაც მითითებულია, რომ ალბომზე ასევე უკრავდნენ ჯიმი ჯექსონი (ორგანი) და ტომას კაიზერლინგი (ფლეიტა).
|
|
1. | „Genesis“ | 5:57 |
2. | „Journey Through a Burning Brain“ | 12:26 |
|
|
1. | „Cold Smoke“ | 10:38 |
2. | „Ashes to Ashes“ | 4:06 |
3. | „Resurrection“ | 3:27 |