ეირენისი
ეირენისი (ლათ. Eirenis) — გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა. ცნობილია ეირენისის 18 სახეობა, მათგან საქართველოში გვხვდება 2: საყელოიანი ეირენისი (Eirenis collaris) და წყნარი ეირენისი (Eirenis modestus). გავრცელებულნი არიან: სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში. ბოლო დრომდე აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ეირენისებს აერთიანებდნენ გვარში - კონტია, ამერიკულ მონათესავე სახეობებთან ერთად. ამჟამად კონტიას სახელწოდებით მხოლოდ ამერიკულ სახეობებს მოიხსენიებენ.
ეირენისი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Eirenis modestus | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Eirenis | |||||||||||||||
|
წარმოადგენენ პატარა ზომის, წვრილ, 60 სანტიმეტრამდე სიგრძის გველებს - ბლაგვად მომრგვალებული სხეულისაგან მცირედ გამოყოფილი თავით. ქერცლები - გლუვია და სხეულზე 15-17 რიგადაა განლაგებული. კბილები ზედა ყბაზე პატარაა, ერთი ზომის და სუსტი. ნაკლებად მოძრავი გველებია. ცხოვრობენ მალული, ღამის ცხოვრებით. იკვებებიან უხერხემლოებით.
სახეობები
რედაქტირებამოიცავს შემდეგ სახეობებს[1]:
- Eirenis africana
- Eirenis aurolineatus
- ბარანის ეირენისი, Eirenis barani
- საყელოიანი ეირენისი, Eirenis collaris
- გვირგვინიანი ეირენისი, Eirenis coronella
- Eirenis coronelloides
- Eirenis decemlineatus
- ეისელტის ეირენისი, Eirenis eiselti
- Eirenis hakkariensis
- Eirenis levantinus
- Eirenis lineomaculatus
- Eirenis mcmahoni
- Eirenis medus
- წყნარი (მცირე აზიური) ეირენისი, Eirenis modestus
- ლაქებიანი ეირენისი, Eirenis puntatolineatus
- Eirenis rechingeri
- როსის ეირენისი, Eirenis rothii
- Eirenis thospitis