ლურჯი ძირწითელა

(გადამისამართდა გვერდიდან Echium vulgare)

ლურჯი ძირწითელა (ლათ. Echium vulgare) — ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 30-60 სმ სიმაღლის, მარტივი ან მოკლედ დატოტვილი და სწორი ღერო. მთელი მცენარე გაფარჩხული, რბილი ჯაგრისებური ბეწვითაა დაფარული. ფოთლები ვიწრო ლანცეტა ფორმისაა, მჯდომარე, შებუსული. ყვავილედი ვიწრო საგველასებური ფორმისაა და ნაკლებ დატოტვილი. გვირგვინი ძაბრისებურია, ყვავილობის პირველ პერიოდში წითელი ფერისაა, შემდეგ კი ლურჯი ხდება. ყვავილობს მაისში, ნაყოფმსხმოიარობს სექტემბერში.[1]

ლურჯი ძირწითელა

საერთო ხედი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ძირწითელა
სახეობა:  ლურჯი ძირწითელა
ლათინური სახელი
Echium vulgare L., 1753
სინონიმები
  • Echium vulgare subsp. genuinum Cout., 1913

გავრცელებულია კავკასიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე და შუა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ აფრიკას. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. იზ­რდება მთის შუა სარტყლამდე ველებზე, რუდერალურ ადგილებში, ნათესებში.[1]

მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია. ფოთლებსა და ღეროებში აღმოჩენილოია საპონინი, ქოლინი და ასკორბინის მჟავა. კარგი თაფლოვანი მცენარეა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 100.