eMoney
eMoney — ქართული მულტისავალუტო ელექტრონული საფულე. მისი გამოყენება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. კომპანია 3 მილიონზე მეტ ელექტრონულ საფულეს ემსახურება.[1]
ტიპი | კერძო კომპანია |
---|---|
დაფუძნდა | 2007 |
სათავო ოფისი | ი. ჭავჭავაძის გამზირი #29, თბილისი, საქართველო |
პროდუქცია | ელექტრონული საფულე, ონლაინ-გადახდები |
სერვისის ენა | ქართული, ინგლისური, რუსული |
საიტი | EMoney-ს საიტი |
eMoney დაარსდა 2007 წელს. eMoney Georgia-ს ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია ლიბერთი ბანკი, ამიტომ, eMoney-ს მრავალი პროდუქტი ინტეგრირებულია აღნიშნულ ბანკთან. eMoney არის პირველი კომპანია, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 2012 წლის 12 დეკემბერს აღიარა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერად.[2]
eMoney-მ 2015 წელს საქართველოში პირველმა დანერგა ბიტკოინის ყიდვის, გაყიდვის, მიღების, გაგზავნის და ეროვნულ ვალუტაში განაღდების სერვისები[3][4][5]. 2017 წლის ივლისში საფულეს დაემატა ლაითკოინის, აგვისტოში კი — რიპლის ანალოგიური სერვისები.
ლიბერთი ბანკის გარდა, eMoney-ის პარტნიორები არიან: Sმარტივი, Pay.ge, Swoop, Smartex, eLoan, Myphone.ge, ევროპაბეთი, აჭარაბეთი, თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- eMoney-ს ოფიციალური საიტი
- eMoney-ს ბიტკოინის ბლოგის საიტი დაარქივებული 2019-09-16 საიტზე Wayback Machine.
- MyCoin-ის საიტი[მკვდარი ბმული]
- Smartex ჯგუფის საიტი დაარქივებული 2017-09-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ iTV.ge eMoney-ს ელექტრონული საფულე 10 წლის გახდა!. itv.ge (7 ივლისი, 2017). ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი 2017.
- ↑ eMoney – საგადახდო მომსახურების პირველი რეგისტრირებული პროვაიდერია საქართველოში. emoney.ge. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2019.
- ↑ რა არის ბიტკოინი და როგორ დავიწყოთ ფულის გამომუშავება მისი მეშვეობით?
- ↑ eMoney: საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ბიტკოინის მომხმარებელთა რაოდენობა თითქმის გაათმაგდა[მკვდარი ბმული]
- ↑ ბიტკოინებით სარგებლობა eMoney-ის მეშვეობით უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომი გახდა