Dying Light 2
Dying Light 2 Stay Human — 2022 წლის პოლონური ვიდეო თამაში, შექმნილი და გამოშვებული Techland-ის მიერ. თამაში წარმოადგენს Dying Light-ის (2015) გაგრძელებას. თამაში გამოვიდა 2022 წლის 4 თებერვალს Microsoft Windows-ისთვის, PlayStation 4-ისთვის, PlayStation 5-ისთვის, Xbox One-ისთვის და Xbox Series X/S-ისთვის. Nintendo Switch-ის ვერსია ამჟამად დამუშავების პროცესშია.
Dying Light 2 Stay Human | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Techland |
გამომცემელი | Techland |
პლატფორმ(ებ)ი | |
ჟანრ(ებ)ი | საშინელებათა |
რეჟისორ(ებ)ი | ადრიან ჩიშევსკი, მარკ ალბინეტი |
პროდიუსერ(ებ)ი | პაველ მარჩევკა, ევგენ ჰარტონი, ადრიან სიკორა |
დიზაინერ(ებ)ი | ტაიმონ სმექტალა |
პროგრამისტ(ებ)ი | გჟეგორზ სვისტოვსკი |
მხატვარი | კატაჟინა ტარნაცკა-პოლიტო, ერიკ კოხონო, პაველ სელინჯერი |
სცენარისტი | პიოტრ შიმანეკი |
კომპოზიტორი | ოლივიე დერივიერი |
საიტი | https://dyinglightgame.com/ |
თამაშმა კრიტიკოსებისგან მიიღო კარგი შეფასებები გეიმპლეისთვის, მაგრამ კრიტიკა დაიმსახურა სიუჟეტის გამო. გამოსვლის პირველ თვეში თამაშის 5 მილიონი ერთეული გაიყიდა.
გეიმპლეი
რედაქტირებაDying Light 2 Stay Human არის საშინელებათა თამაში, რომლის სიუჟეტი ვითარდება აპოკალიფსის შემდგომ სამყაროში, სადაც ზომბები არიან. მოქმედება ვითარდება Dying Light-იდან 22 წლის შემდეგ, მთავარი პერსონაჟია ახალი გმირი, სახელად ეიდენ კალდველი (გახმოვანებულია ჯონა სკოტის მიერ). თამაშში არის 3000-ზე მეტი პარკურის ანიმაცია.
თამაშში ძირითადად არის Melee იარაღები, რომლებსაც აქვს შეზღუდული სიცოცხლის ხანგრძლივობა იარაღის ხმარებასთან ერთად მცირდება ეს მისი სიცოცხლე.[1] ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას შორ-დისტანციური იარაღი, როგორიცაა არბალეტი, თოფი და შუბები. ეიდენს აქვს ზეადამიანური უნარები ინფექციის გამო.[2] პირველი თამაშის მსგავსად, ზომბები ნელა მოძრაობენ მზის სხივების ზემოქმედებისას, მაგრამ ღამით ისინი უფრო აგრესიულები და მტრულად განწყობილები ხდებიან.[3]
თამაში ვითარდება ქალაქ ვილედორში.[4] ქალაქი დაყოფილია შვიდ განსხვავებულ რეგიონად და თითოეულს აქვს თავისი ღირსშესანიშნაობები და მდებარეობა. ქალაქის შესწავლისას მოთამაშეებს შეუძლიათ მოიძიონ ჯართი და რესურსები ახალი ნივთებისა და იარაღის შესაქმნელად.[5] მოთამაშეებს შეუძლიათ განაახლონ ქარის წისქვილები გადარჩენილების და ვაჭრების მოსაზიდად ქალაქში.[6] მოთამაშე ფრაქციაში ნაწილდება.
გამოშვება
რედაქტირებათამაშის გამოსვლის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა Xbox-ის პრესკონფერენციაზე.[7] 2020 წლის 20 იანვარს, Techland-მა გადადო თამაშის გამოშვების თარიღი.[8] 2021 წლის 27 მაისს გაიმართა ციფრული ღონისძიება და 2021 წლის 7 დეკემბერი გამოცხადდა მისი გამოსვლის თარიღად. ამ დროს გამოვიდა სარეკლამო კომიქსი, რომელიც დეტალურად ასახავს აპოკალიფსს და ინფექციის ახალ ვარიანტს. მოგვიანებით თამაშის გამოსვლის თარიღი გადაიდო 2022 წლის 4 თებერვლამდე.[9] კომიქსმა მიიღო არაერთგვაროვანი შეფასება, მან კრიტიკა დაიმსახურა სიუჟეტისა და პერსონაჟების გამო. 2021 წლის 23 სექტემბერს დადასტურდა, რომ გამოვიდოდა Dying Light 2 Stay Human-ის ღრუბლოვანი ვერსია Nintendo Switch კონსოლისთვის. თამაში გამოვიდა 2022 წლის 4 თებერვალს Microsoft Windows-ისთვის, PlayStation 4-ისთვის, PlayStation 5-ისთვის, Xbox One-ისთვის და Xbox Series X/S-ისთვის. თამაშის ახალი Game Plus რეჟიმი დაემატა 2022 წლის აპრილში.
გაყიდვები
რედაქტირებათამაშის საცალო ვერსიის დებიუტი გაერთიანებული სამეფოს ჩარტში შედგა მე-2 ადგილზე (პირველ ადგილზე Pokémon Legends: Arceus იყო).[10] პირველ 24 საათში მოთამაშეთა რიცხვმა ოთხჯერ გადააჭარბა თამაშის პირველი ნაწილის მოთამაშეთა რიცხვს.[11] NPD Group-ის თანახმად, თამაშის ფიზიკური ვერსია ასევე იყო მეოთხე ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაში აშშ-ში 2022 წლის თებერვალში.[12] 2022 წლის თებერვალში გაიყიდა თამაშის 5 მილიონი ერთეული.[13]
Dying Light 2-ის PlayStation 4 ვერსია იყო მეორე ყველაზე გაყიდვადი საცალო თამაში იაპონიაში მისი გამოსვლის პირველი კვირაში. ასევე თამაშის PlayStation 5-ის ვერსიის 12,891 ფიზიკური ასლი გაიყიდა იაპონიაში მისი გამოსვლის პირველ კვირაში, რითაც ის გახდა კვირის მეოთხე ყველაზე გაყიდვადი საცალო თამაში ქვეყანაში.[14]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Nakamura, Darren. (June 20, 2019) Dying Light 2 lets you destroy entire areas in the city. Destructoid. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 21, 2019. ციტირების თარიღი: June 25, 2019
- ↑ Hall, Charlie. (June 11, 2019) Dying Light 2's dark age parkour looks solid, but the narrative feels risky. Polygon. ციტირების თარიღი: June 25, 2019
- ↑ Avard, Alex. (Mar 11, 2019) Dying Light 2 new zombie types explained with official concept art. Gamesradar. ციტირების თარიღი: November 1, 2019
- ↑ Grubb, Jeff. (June 20, 2018) Techland promises diversity in Dying Light 2 (updated). VentureBeat. ციტირების თარიღი: March 1, 2021
- ↑ Fillari, Alissandro. (June 15, 2019) E3 2019: Dying Light 2's Brutal Combat Punctuates Its New Storytelling. GameSpot. ციტირების თარიღი: June 25, 2019
- ↑ Cyrer, Hirun. (February 4, 2022) Dying Light 2 windmills: How to activate windmills and all windmill locations in Dying Light 2. Eurogamer. ციტირების თარიღი: February 14, 2022
- ↑ Messner, Steven (June 10, 2018). „Dying Light 2 announced and Chris Avellone is designing the story“. PC Gamer. ციტირების თარიღი: 10 June 2018.
- ↑ Dying Light 2 Delayed with No New Release Date - IGN (November 2021).
- ↑ Light, Dying [DyingLightGame]. (September 14, 2021) Update regarding release date.. ციტირების თარიღი: September 14, 2021
- ↑ Dring, Christopher. (February 6, 2022) Pokémon Legends: Arceus just holds off Dying Light 2 from No.1. Gameindustry.biz. ციტირების თარიღი: April 8, 2022.
- ↑ LeBlanc, Wesley (February 4, 2022). „Dying Light 2 PC Player Count Nearly Four Times More Than Dying Light's All-Time Peak“. Game Informer. ციტირების თარიღი: April 8, 2022.
- ↑ Tolbert, Samuel. (March 11, 2022) February 2022 NPD: Elden Ring is the bestselling game of the year so far. Windows Central. ციტირების თარიღი: April 8, 2022.
- ↑ Makuch, Eddie. (2022-04-22) Dying Light 2 Sold 5 Million Copies In First Month, Original Game Passes 20 Million Sold en. ციტირების თარიღი: 2022-04-22
- ↑ Romano, Sal. (February 10, 2022) Famitsu Sales: 1/31/22 – 2/6/22 [Update]. Gematsu. ციტირების თარიღი: April 7, 2022.