ღრუბლოვანი გამოთვლები

ღრუბლოვანი გამოთვლები (ინგლ. cloud computing) — გამოთვლით სიმძლავრეებთან მოთხოვნით წვდომის მოდელი, რომლითაც მომხმარებელს, სისტემის მოწყობაში უშუალო ჩარევის გარეშე, ქსელის გამოყენებით წვდომა ეძლევა კომპიუტერულ რესურსებზე (სერვერები, მონაცემთა სანახები, აპლიკაციები, სერვისები და სხვა) უმცირესი დანახარჯებით და დროის უმოკლეს მონაკვეთში. ცნება „ღრუბლოვანი გამოთვლები“ ძირითადად გამოიყენება ისეთი მონაცემთა ცენტრების აღსაწერად, რომლებზეც წვდომა მრავალ მომხმარებელს აქვს ინტერნეტის მეშვეობით. დღეისთვის არსებული დიდი ღრუბლების უმრავლესობას ფუნქციები განაწილებული აქვს მრავალ გეოგრაფიულ მდებარეობაზე ცენტრალური სერვერებიდან. ისეთ შემთხვევებში, როდესაც მომხმარებელთან კავშირი შედარებით ახლოსაა, ღრუბელი შეიძლება მომიჯნავე სერვერად განიხილებოდეს.

გამოყენების მხრივ, ღრუბელი შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ ერთი ორგანიზაციის ფარგლებში (კერძო ღრუბელი), მრავალი ორგანიზაციისთვის (საჯარო ღრუბელი), ან ორივეს კომბინაცია (ჰიბრიდული ღრუბელი).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Millard, Christopher (2013) Cloud Computing Law. Oxford University Press. ISBN 978-0-19-967168-7. ციტირების თარიღი: 2016-10-13.  დაარქივებული 2016-11-08 საიტზე Wayback Machine.
  • Singh, Jatinder; Powles, Julia; Pasquier, Thomas; Bacon, Jean (July 2015). „Data Flow Management and Compliance in Cloud Computing“. IEEE Cloud Computing. 2 (4): 24–32. doi:10.1109/MCC.2015.69.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება