Create (თამაში)
Create — Sandbox თამაში, რომელიც შექმნა EA Bright Light-მა და გამოსცა Electronic Arts-მა შემდეგი პლატფორმებისთვის: Windows, PlayStation 3, Wii, Xbox 360 და Mac OS X. იგი არის დაფუძნებული რაუნდებზე, რომლებშიც იმისათვის, რომ მოთამაშემ მიაღწიოს მიზანს, მან უნდა განახორციელოს ობიექტებით მოქმედება. მაგალითად, იმისათვის რომ მოტოციკლმა მიაღწიოს ბულდოზერამდე სწრაფად, მოთამაშემ უნდა გამოიყენოს რაკეტა რომ ააჩქაროს მოტოციკლი და გამოიყენოს ტოქსიკური წებო რომ შეაყოვნოს ბულდოზერი. შემდეგ გაიხსნება ახალი ნივთები რომლის გამოყენებას მოთამაშე შეძლებს თავისუფალი თამაშის ზონაში. ყველა კუნძულს აქვს თავისი თემა (მაგალითად პარკი, მანქანები, სოფლის მეურნეობა და სხვა) თავისუფალ თამაშში მოთამაშეს შეეძლება ააწყოს კუნძული (მსოფლიო), შემდეგ ის კუნძული მოაწყოს თავისი ფანტაზიით და ჩაატაროს იქ ექსპერიმენტები, გაალამაზოს, მოაწყოს რბოლები და ბევრი სხვა. თამაშის სხვადასხვა რაუნდებში მოიპოვება ქულები, რომლითაც ის ხსნის ნივთებს და ახალ კუნძულებს, სადაც ახალ ქულებს მოიპოვებს. თამაში არის დაფუძნებული ფიზიკის პრინციპებზე.
Create | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | EA Bright Light |
გამომცემელი | Electronic Arts |
გამოსვლის თარიღი | 19 ნოემბერი, 2012 |
ჟანრ(ებ)ი | Sandbox, თავსატეხი |
შეფასება |
ESRB: E (ყველასათვის) PEGI: 3+[1] |
საიტი | ოფიციალური საიტი |
არსებობდა სოციალური ფუნქციები, რომლის საშუალებითაც მოთამაშეს შეეძლო თავისი კუნძული გაეზიარებინა მეგობრისთვის. 13 აპრილიდან EA-მ გათიშა ონლაინ ფუნქციები (სამუდამოდ, სერვერების გადატვირთვის გამო, თუმცა ეს არის უმცირესი ზიანი თამაშისთვის)[2]
თამაში მუშაობს Move-ზეც.
გეიმპლეი
რედაქტირებათამაში ხდება ამგვარად: მოთამაშე ირჩევს ერთ-ერთ კუნძულს (სადაც არის რაუნდების სერია), შემდეგ ირჩევს რაუნდს. მოთამაშეს რაუნდებში (თავისუფალ თამაშში ცაში მიმდინარეობს მოქმედება, მოთამაშეს შეუძლია დადგას მიწა როგორც სურს) ხვდება უკვე აწყობილი სიტუაცია მას აქვს ასარჩევი ნივთები (გააჩნია რა სახეობის რაუნდია, ზოგში ცალკე გამოყოფილი ნივთებით შეიძლება თამაში, ზოგში ყველა გახსნილი ნივთით) რომლებიც უნდა განალაგოს ისე რომ მიაღწიოს მიზანს (მაგალითად, ბუშტი გაძვრეს ცეცხლოვან რგოლში), მოთამაშე თავიდან იწყებს ყველაფერს ფიზიკის კანონების მიაუხედავათ, მაგალითად შეუძლია დადგას მანქანა ჰაერში, შემდეგ კი როცა სცენის დაწყებას აირჩევს (სწორედ ასე ხდება რაუნდების გასვლა) ყველაფერი ჩვეულებრივ იქნება, ამ შემთხვევაში კი მანქანა დავარდება ძირს. არსებობს მოქმედი ნივთები და დეკორატიული ნივთები. ყოველ ნივთზე შეიძლება (დაუწყებელ სცენის რეჟიმში) სხვადასხვა მოქმედებების გაკეთება: გადიდება-დაპატარვება, შებრუნება და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-03-13 საიტზე Wayback Machine.
- თამაშის თრეილერი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თამაშის გარეკანი ინგლისურ Amazon-ზე. http://www.amazon.co.uk/Electronic-Arts-Create-Xbox-360/dp/B003Y3ASAM/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1332592026&sr=8-1
- ↑ EA Service Updates. http://www.ea.com/1/service-updates