თავსატეხი (ინგლ. puzzle) — ვიდეო თამაშის ჟანრი, რომლის მიზანს წარმოადგენს ლოგიკური ამოცანების გადაწყვეტა, რომელიც მოითხოვს მოთამაშისაგან ლოგიკის, სტრატეგიისა და ინტუიციის ჩართულობას.

ერთ-ერთი ყველაზე განთქმული თავსატეხი თამაში „ტეტრისი“

განვითარების ისტორია

რედაქტირება

ჟანრის წინამორბედებს წარმოადგენდნენ გრაფიკული და მექნიკური თავსატეხები — კროსვორდით დაწყებული, რუბიკის კუბიკით დამთავრებული. ეს თავსატეხები მოთამაშისგან მოითხოვდნენ ლოგიკურ აზროვნებას და გადაწყვეტილების მიღების სისწრაფეს, რომლებმაც ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჟანრის პროტოტიპების ჩამოყალიბებაში, როგორებიც არის Q*bert[1][2] და Boulder Dash[3]. ამ ჟანრის ეტალონად იქცა თამაში „ტეტრისი“, გამოშვებული 1985 წელს, რომელიც თავის თავში მოიცავდა უბრალო და მიმზიდველ სათამაშო გარემოს.

1990-იანი წლების დასაწყისში, თამაშებმა, როგორებიც არის „Lemmings“ და „The Lost Vikings“, გააცოცხლეს თავსატეხის ჟანრი. სამგანზომილებიანი გრაფიკის გამოჩენამ ხელი შეუწყო ჟანრის განვითარებას სათამაშო კონსოლებზე. შედარებით იაფი წარმოების თამაშებმა ადგილი დაიმკვიდრეს პორტატულ კომპიუტერებზე.

 
Minesweeper, განთქმული კომპიუტერული თავსატეხი თამაში.

სახეობები

რედაქტირება

ტრადიციული თავსატეხი

რედაქტირება

ზოგიერთ თავსატეხ თამაშებში მოთამაშეს ეძლევა შემთხვევითი კუბიკები, ან დანაწევრებული საგნები, რომლებიც უნდა აიწყოს გარკვეული თანმიმდევრობით და უნდა მიეცეს ფორმა. ასეთ თამაშებს წარმოადგენს ტეტრისი,Klax და Lumines. ამიტომაც, ტეტრის გამოუჩნდა უამრავი გაგრძელება, ვარიაცია და კლონი „ვარდნადი კუბიკების“ მონაწილეობით[4].

ჟანრის კიდევ ერთი წარმომადგენელია 1980-წელს შექმნილი თამაში „Sokoban“, სადაც მოთამაშეს უწევს ყუთების გადაადგილება ლაბირინთში და მათი განთავსება შესაბამის პოზიციაზე.

ბევრი სათავგადასავლო და მოქმედებითი-სათავგადასავლო თამაში თავის თავში მოიცავს თავსატეხის ელემენტებს. ასეთი თამაშებია: „Resident Evil“, „Silent Hill“, „LittleBigPlanet“ და „The Legend of Zelda“.

თავსატეხი თამაშები გავრცელებულია თითქმის ყველა პლატფორმაზე, თამაშის კონსოლებზე, ჯიბის კომპიუტერებზე, მობილურ ტელეფონებზე და ა.შ.

ფიზიკური თავსატეხი

რედაქტირება

ამგვარი ტიპის თამაშები გამოჩნდა 1990-იან წლებში, მაშინ როდესაც კომპიუტერების შესაძლებლობები საგრძნობლად გაიზარდა, რომლებსაც შეძლო რთული ფორმების მოქმედებების აღქმა და გამოთვლა. ერთ-ერთი პირველი ასეთი ტიპის თამაში იყო „The Incredible Machine“. ჟანრმა ახალი სახე მიიღო სენსორულ ტელეფონებზე. ყველაზე მეტად ცნობილი ფიზიკური ტავსატეხი არის „Angry Birds“. ფიზიკურ თავსატეხთა სიაში, ასევე შეყავთ თამაშები: „Portal“ და „The Ball“.

  1. Q*bert. classicgamesarcade.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-26. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი 2008.
  2. Q*bert. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-26. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი 2008.
  3. Boulder Dash. Mobygames. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-26. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი 2008.
  4. Skyler Miller.. The History of Puzzle Games: Tetris. GameSpot UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-26. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი 2007.