კოტილოზავრები

(გადამისამართდა გვერდიდან Cotylosauria)

კოტილოზავრები (ლათ. Cotylosauria) — ყველაზე ძველი და პრიმიტიული ქვეწარმავლების ამომწყდარი ქვეკლასი. ცნობილი არიან შუა კარბონულიდან ტრიასულ პერიოდამდე. მათი სიგრძე 0,5-3 მ აღწევდა. კოტილოზავრებს შენარჩუნებული ჰქონდათ ამფიბიებისაგან მემკვიდრეობით მიღებული მრავალი პრიმიტიული ნიშან-თვისება: საფეთქლის ღრმულებს მოკლებული ქალა, კარგად განვითარებული თხემის ხვრელი, სასის კბილები, ორმხრივ ჩაზნექილი მალები, ძალიან მოკლე კისრის განყოფილება, კიდურებისა და მათი სარტყლების მოკლე და მასიური ძვლები და სხვა. კოტილოზავრების ნაშთები მრავლადაა ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ აფრიკაში, აგრეთვე ყოფილ სსრკ- ევროპის ნაწილში, გეოლოგიაში კოტილოზავრების მიხედვით ადგენგენენ ამა თუ იმ დანალექი წყების გეოლოგიურ ასაკს.

კოტილოზავრები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
ქვეკლასი:  კოტილოზავრები
ლათინური სახელი
Cotylosauria

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 5, გვ. 700, თბ., 1980