Concerto Suite for Electric Guitar and Orchestra
Concerto Suite for Electric Guitar and Orchestra (აგრეთვე ცნობილი როგორც Concerto Suite for Electric Guitar and Orchestra in E Flat Minor Op.1) — შვედი სოლო-შემსრულებელ ინგვი მალმსტინის მეათე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1998 წლის 30 ივნისს ლეიბლზე Spitfire Records. იგი საგიტარო სოლოების კლასიკურ ორკესტრთან შეზავების პირველი მცდელობა იყო მალმსტინის მხრიდან. მალმსტინმა დაწერა ყველა კომპოზიცია, თუმცა თავისი წვლილი მათ შექმნაში მის მეგობარსა და კოლეგა მუსიკოსს დევიდ როზენთალსაც მიუძღვის. მუსიკა შესრულდა ჩეხეთის ფილარმონიული ორკესტრის თანხლებით ჯოელ ლევაის დირიჟორობით.
Concerto Suite for Electric Guitar and Orchestra | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 30 ივნისი, 1998 | |||
ჟანრი | ნეო-კლასიკური მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 42:21 | |||
ლეიბლი | Spitfire Records | |||
ინგვი მალმსტინის სტუდიური ალბომები — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
მალმსტინს სურდა იმისთვის ხაზგასმა, რომ განსხვავებით სხვა როკ-მუსიკოსების თანამშრომლობისა კლასიკურ ორკეტრთან (მაგ. მეტალიკის S&M სან-ფრანცისკოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ან Deep Purple-ის Concerto for Group and Orchestra), სადაც ჯგუფი უკრავდა ორკესტრის აკომპანიმენტით, ეს იყო ორკესტრის მუსიკა, რომელიც სოლო ინსტრუმენტად ელექტრო გიტარას იყენებდა. ამ იდეას ატარებდა იგი თითქმის 10 წლის განმავლობაში და მუდამ ხვეწავდა მას თავის გონებაში.[2]
მალმსტინმა აღიარა, რომ ბევრი საგიტარო სოლოს გადაკეთება მოუხდა, რათა მორგებოდა ორკესტრს. კონცერტი მთლიანად შესრულდა ცოცხლად იაპონიაში ახალ იაპონურ ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, რომლის ხილვაც შესაძლებელია DVD გამოცემაში.
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორი — ინგვი მალმსტინი.
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Icarus Dream Fanfare“ | 5:15 |
2. | „Cavallino Rampante“ | 3:58 |
3. | „Fugue“ | 3:38 |
4. | „Prelude to April“ | 2:43 |
5. | „Toccata“ | 3:58 |
6. | „Andante“ | 4:19 |
7. | „Sarabande“ | 3:22 |
8. | „Allegro“ | 1:30 |
9. | „Adagio“ | 3:09 |
10. | „Vivace“ | 4:50 |
11. | „Presto Vivace“ | 3:39 |
12. | „Finale“ | 1:50 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Allmusic-ის მიმოხილვა
- ↑ მეთიუ მილსი. (20 ოქტომბერი, 2008) ინტერვიუ ინგვი მალმსტინთან (2008). ModernGuitars.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-05. ციტირების თარიღი: 2010-10-15.