Commodore CDTV
Commodore CDTV — კომპანია Commodore International-ის მიერ 1991 წელს გამოშვებული მეოთხე თაობის მულტიმედიური სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, დაფუძნებული Amiga 500-ის პლატფორმაზე, რომელიც დამატებითი პერიფერიალების მეშვეობით ასრულდებდა პერსონალური კომპიუტერის ფუნქციას. ის შეიქმნა CD დამკვრელის ფორმით, რომლის პულტი, ასევე მუშაბოდა, როგორც ჯოისტიკი. მოგვიანებით მასზე დაიწყეს კლავიატურისა და მაუსის გამოშვება.
CDTV.jpg | |
---|---|
მწარმოებელი | Commodore International |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი/პერსონალური კომპიუტერი |
თაობა | მეოთხე თაობა |
გამოშვების თარიღი | მარტი, 1991 |
თავდაპირველი ფასი | 999 აშშ დოლარი |
მედია | CD-ROM |
ოპერაციული სისტემა | AmigaOS 1.3 |
პროცესორი | Motorola 68000 @ 7 მჰც |
მეხსიერება | 1 მბ RAM |
წინა | Commodore 64 Games System |
შემდეგი | Amiga CD32 |
CDTV შიდა აპარატული თვალსაზრისით Amiga 500-ის იდენტური იყო,[1] თუმცა სტანდარტულ მედია საშუალებად გამოიყენებდა არა ფლოპი დისკს, არამედ CD-ROM მოწყობილობას და თან მოჰყვებოდა დისტანციური მართვის პულტი. მასში განთვასებული იყო Motorola 68000-ის ცენტრალური პროცესორი, 1 მბ ოპერატიული მეხსიერება და მუშაობდა AmigaOS 1.3-ის ოპერაციულ სისტემაზე.
Commodore-მა CDTV დააანონსა 1990 წლის Consumer Electronics Show-ზე, ჩიკაგოში.[2] კონსოლის შემქმნელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა Atari-ის დამფუძნებელი ნოლან ბუშნელი. პროდუქტის დებიუტი ჩრდილოეთ ამერიკაში შედგა 1991 წლის მარტს, ლას ვეგასში და მისი საბაზრო ფასი 999 აშშ დოლარს შეადგენდა.[3] ხოლო ბრიტანეთში გამოვიდა იმავე წელს, ლონდონში,[4] რომლის ფასი 499 ფუნტი სტერლინგი იყო, რასაც თან ახლდა პულტი და ორი პროგრამული პაკეტი.[5] მაღალი ფასისა და სხვადასხვა შიდა აპარატული პრობლემების გამო ბაზარზე ფეხი ვერ მოიკიდა. მოგვიანებით კომპანიამ შეიმუშავა კონსოლის განახლებული და შედარებით იაფი ვერსია, CDTV-II, რომელიც არასდროს გამოცემულა.[6] 1993 წელს კომპანიის ახალი პროდუქტის, Amiga CD32-ის გამოსვლის ფარგლებში CDTV-ის წარმოება შეწყდა. ეს უკანასკნელი წინამორბედის მსგავსად დაფუძნებული იყო Amiga-ს აპარატულ უზრუნველყოფაზე, თუმცა გამიზნული იყო სათამაშო ბაზრისთვის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Commodore CDTV“ ვიკისაწყობში.
- Amiga CDTV დაარქივებული 2010-11-21 საიტზე Wayback Machine. old-computers.com
- Commodore Amiga CDTV მულტიმედიური ცენტრის ისტორია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Maturation of Computer Entertainment: Warming The Global Village. Computer Gaming World გვ. 11 (1990-07-08). ციტირების თარიღი: 16 ნოემბერი, 2013.
- ↑ „The Maturation of Computer Entertainment: Warming The Global Village“. Computer Gaming World. 1990-07-08. p. 11. ციტირების თარიღი: 16 November 2013.
- ↑ Beaver County Times-Apr5th,1991-Commodore puts computer into TV.
- ↑ The Commodore CDTV Information Center - www.cdtv.org.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-12. ციტირების თარიღი: 2017-10-16.
- ↑ Amiga History Guide.
- ↑ The Big Book of Amiga Hardware - Commodore CDTV-II.