Amiga CD32 (კოდური სახელწოდება „SpellBound“) — მეხუთე თაობის 32 ბიტიანი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც შექმნა კომპანია Commodore International-მა (Commodore 64-ის მწარმოებელი). გამოვიდა აღმოსავლეთ ევროპა, ავსტრალია, კანადასა და ბრაზილიაში. თავდაპირველად დაანონსდა 1993 წლის 16 ივლისს ლონდონის მეცნიერებათა მუზეუმში (დიდი ბრიტანეთი) და მზის შუქი იხილა იმავე წლის სექტემბრის თვეში.

Amiga CD32
მწარმოებელი Commodore International
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეოთხე თაობა
გამოშვების თარიღი ევრ 17 სექტემბერი, 1993
შეწყდა აპრილი, 1994
გაიყიდა 100,000 ეგზემპლიარი ევროპაში[1]
მედია CD-ROM
ოპერაციული სისტემა AmigaOS 3.1
პროცესორი Motorola 68EC020 @ 14.18 მგჰ (Pal)
14.32 მგჰ (NTSC)
მეხსიერება 2 მბ
შეტანა გეიმპადი
უკუთავსებადობა Commodore CDTV
წინა Commodore CDTV

კონსოლი გამოიყენებს CD-ROM მედიას. იგი დაფუძნებული არის Commodore-ის გრაფიკულ ჩიპსეტზე და გააჩნია იგივე მახასიათებლები, რაც Amiga 1200-ის კომპიუტერს და აქვს კლავიატურა, ფლოპი დისკი, მყარი დისკისა და მაუსის მხარდაჭერა. ასევე ხელმისაწვდომი იყო MPEG-ვიდეოს დეკოდირების მოდული, განკუთვნილი Video CD-ის გასაშვებათ.

მიუხედავად იმისა, რომ CD32 1993 წელს აღიარეს როგორც ყველაზე ხშირად გაყიდვად CD-კონსოლად, მან ვერ შეძლო პოპულარობის შენარჩუნება. Amiga-ს გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, კომპანია Commodore გაკოტრდა[2]. კონსოლზე გამოვიდა რამდენიმე ცნობილი თამაში: „Microcosm“, „Liberation: Captive 2“, „Simon the Sorcerer“ და „Super Stardust“.[1]

თამაშები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 „Hands on review by Marriott Guy“. 18 ნოემბერი, 2008. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. "Amiga Report International Online Magazine", Issue No. 2.09 – "Amiga News"-section (11 მარტი, 1994). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2011.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Amiga_CD32&oldid=4542987“-დან