Club Penguin
Club Penguin — ონლაინ MMORPG თამაში, რომელიც რეკომენდებულია 6-იდან 14 წლამდე ბავშვებისთვის, მაგრამ თამაში ყველასთვის არის დასაშვები. იგი გამოუშვა Disney Online Studios-მა და გამოვიდა 2005 წლის 24 ოქტომბერს.
Club Penguin | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი |
Disney Interactive Studios New Horizon Interactive RocketSnail Games |
გამომცემელი | Disney Interactive Studios |
ძრავა | Adobe Flash |
პლატფორმ(ებ)ი | ბრაუზერი |
გამოსვლის თარიღი | 24 ოქტომბერი, 2005 |
ჟანრ(ებ)ი | MMORPG |
რეჟიმ(ებ)ი | მრავალმოთამაშიანი |
შეფასება | ESRB:E |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ამ თამაშში მომხმარებელი არის პინგვინი და თამაშობს სხვადასხვა თამაშებს. აქვს სხვადასხვა მართვა, მაგალითად: ისეთი თამაშები, როგორიცაა Bean Counters, იმართება მაუსით და ისეთები, როგორიცაა Dance Contest, იმართება კლავიატურით. არის თამაშები, რომელიც იმართება მაუსითაც და კლავიატურითაც. მომხმარებელი ამ თამაშებში შოულობს მონეტებს. ამ მონეტებით იგი ყიდულობს ტანსაცმელს და ფუმფულა ცხოველებს, რომელსაც შემდეგ უვლის, და სხვა ნივთებს.
წევრობა
რედაქტირებათამაში არის უფასო მაგრამ დამატებითი ფუნქციები მოითხოვს წევრობას. წევრობა არის ერთ თვიანი, ექვს თვიანი და ერთ წლიანი.[1]
Puffle
რედაქტირებაარსებობს ფუმფულა ცხოველი — "Puffle" რომელიც არის მოთამაშის პინგვინის შიანური ცხოველი, ამ ცხოველთან შესაძლებელია თამაში და მოვლა. ეს ფუმფულა ცხოველი იყოფა ფერებად (წითელი, ყვითელი, ყავისფერი, ლურჯი, მწვანე და სხვა) ყოველ ფერს აქვს თავისი ხასიეთი, ჰობი და სხვა. არა-წევრ მომხმარებლებს შეუძლიათ მხოლოდ ორი "Puffle"-ს ყოლა (მხოლოდ ლურჯი და წითელი). წევრებს კი შეუძლიათ იყიდონ ნებისმიერი ფერის Puffle (მაქსიმუმ 20). თუ მოთამაშე დიდი დროის განმავლობაში არ მოუვლის ცხოველს მაშინ ის გაიქცევა სახლიდან.
Coins For Change
რედაქტირებაClub Penguin-ში იმართება ძალიან ბევრი დღესასწაული (მაგ ჰელოუინი, 1 აპრილი, შობა და კიდევ ძალიან ბევრი ფართი) მათ შორის ყველაზე მასშტაბური არის Coins for change ამ წვეულების დროს მოთამაშეები რიცხავენ მონეტებს (თამაშის ფულს) სამ სხვადასხვა ნომინაციეაზე - უსაფრთხო ადგილების მშენებლობა, ბუნების გადარჩენა და დაავადებული ბავშვების დახმარება 2010 წელს Club Penguin-მა იმსხვერპლა 300 000 $ უსაფრთხო ადგილების მშენებლობაზე 360 000 $ ბუნების გადარჩენაზე, 340 000$ დაავადებულ ბავშვებზე ასევე ამ ფულის ნაწილი გადაერიცხა საქართველოსაც[2].
სტიკერები
რედაქტირება2010 წლის 27 ივნისიდან Club Penguin-ში გამოჩნდა ახალი გასართობი- სტიკერების შეგროვება, ჩვენ გვაქვს დავალებები რომლის შესრულების შემთხვევაში მივიღებთ სტიკერს მაგალითად: 5-ჯერ ვესროლოთ თოვლის მექანიზმის საათს გუნდა, აისბერგზე 30 პინგვინთან (მოთამაშესთან) ერთად თხარეთ ელექტრო ჩაქუჩით,იგლუში (ამ შემთხვევაში იგლუ პინგვინის სახლია) მოიწვიეთ 10 მეგობარი და სხვა (ჯერჯერობით დაახლოებით 300 სტიკერია). ასევე თქვენ შეგეძლებათ გაალამაზოთ თქვენი სტიკერების ბლოკნოტი.
ემოციები (სმაილები) და ჩათი
რედაქტირებამოთამაშეს თამაშში ჩათის გარდა შეუძლია ემოცების (სმაილების) დაწერაც მაგალითად: ღიმილი,ნაწყენი,გაბრაზებული,გაკვირვებული და სხვა. 2007 წლის 5 დეკემბერს ემოციებიდან ამოღებული იქნა ჩონჩხის თავის ქალა და გული. მაგრამ 2008 წლის 9 იანვარს გული დაუბრუნდა ემოციების სიას მომხმარებლების თხოვნის გამო. ასევე ამ თამაშში არის საიდუმლო (ან შეიძლება ვთქვათ ფარული) ემოციები რომელიც კლავიატურაზე სხვადასხვა კომბინაციებით იწერება. თუ თქვენ არ იცით სწრაფი წერა Club Penguin-ს აქვს სიტყვების სარჩევი თქვენ წერთ სიტყვების დასაწყისს და ამ დროს გამოვარდება სავარაუდო სიტყვები.
სხვა თამაშები
რედაქტირებაარის სხვა თამაშებიც ესენია: Club Penguin: Elite Penguin Force და Club Penguin: Elite Penguin Force: Herbert's Revenge Nintendo DS-სთვის და Club Penguin: Game Day Wii-სთვის
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Club Penguin-ის საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მარტი, 2017. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2009.
- ოფიციალური ბლოგი დაარქივებული 2011-10-23 საიტზე Wayback Machine.
- ოფიციალური YouTube-ის გვერდი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Club Penguin-ის Membership-ის მაღაზია.http://www.clubpenguin.com/membership/
- ↑ http://www.clubpenguin.com/global-citizenship/projects/georgia.htm