ოქროს თხუნელასებრნი
(გადამისამართდა გვერდიდან Chrysochloridae)
ოქროს თხუნელასებრნი (Chrysochloridae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 75-235 მმ, დაფარულია წითელი, მწვანე, ყვითელი ან იისფერი მოკლე ბეწვით. ოქროს თხუნელასებრთა შიშველი დინგი გარქოვანებულია, რაც მათ მიწის თხრაში ეხმარება. ოჯახში 5 გვარის 15-20 სახეობაა. ბინადრობენ სამხრეთ აფრიკის მშრალ სტეპებში, ქვიშიან უდაბნოებში, ტყეებსა და მინდვრებში. ცხოვრობენ მიწაში. იკვებებიან ნიადაგის მწერებით, მატლებითა და სხვა უხერხემლოებით.
ოქროს თხუნელასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Chrysospalax trevelyani | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Chrysochloridae | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 611.