შინშილა

(გადამისამართდა გვერდიდან Chinchilla)

შინშილა (ლათ. Chinchilla) — ძუძუმწოვართა გვარი მღრღნელების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 22-38 სმ, კუდისა — 7-15 სმ აღწევს. აქვთ მოზრდილი თავი, დიდი, შავი თვალები, მომრგვალო ყურები, გრძელი ულვაშები, თეთრი მუცელი, სქელი, თანაბარი, ძალზე რბილი ბეწვი, ზურგსა და გვერდებზე დაყვება მოცისფრო-ნაცრისფერი მუქი ვუალი. აერთიანებს 2 სახეობას: გრძელკუდა და მოკლეკუდა შინშილას. გავრცელებულია ჩილეს, პერუს, ბოლივიის, და არგენტინის ანდების მაღალმთიანეთის უდაბნოებში, ზღვის დონიდან 3000-6000 მ-მდე. იკვებებიან ბალახებით, ბუჩქებით და კაქტუსებით. სეზონური და სქესობრივი დიმორფიზმი არ ახასიათებთ. შინშილას ბეწვი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძვირფასია, რის გამოც ამ ცხოველს მრავალი ქვეყნის ფერმებში აშენებენ. იყო შინშილას აკლიმატიზაციის ცდები პამირსა და ამიერკავკასიაში.

შინშილა

შინშილა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Chinchilla
გავრცელება

ლიტერატურა

რედაქტირება