ანთრისებრნი
(გადამისამართდა გვერდიდან Cercopithecidae)
ანთრისებრნი (ლათ. Cercopithecidae) — ოჯახი ცხვირვიწრო მაიმუნების ქვერიგისა. გავრცელებულია აფრიკასა და აზიაში, როგორც გამონაკლისი — გიბრალტარში. ანთრისებრთათვის დამახასიათებელია ლოყის უკანა პარკები, რომლებშიც ისინი დროებით ინახავენ საკვებს. იკვებებიან უმთავრესად მცენარეთა ნაყოფითა და ყლორტებით, ჭამენ პატარა ცხოველებსაც. უმეტესობა ხეებზე ბინადრობს, გვხვდებიან ხროვებად. მნიშვნელოვანი გვარებია: ანთარი, მაკაკი, პავიანი, ჰუსარი და სხვა.
ანთრისებრნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ბაბუინი ანუბისი | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Cercopithecidae | |||||||||||||
ქვეოჯახი | |||||||||||||
| |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 459.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: