კამელია

(გადამისამართდა გვერდიდან Camellia)

კამელია (Camellia) — მარადმწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარი ჩაისებრთა ოჯახისა. მისი 80-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. იაპონური კამელია (Camellia japonica) და მისი ჰიბრიდული ფორმები მოჰყავთ ოთახებსა და ორანჟერეებში (კავკასიასა და სამხრეთ ყირიმში — ღია გრუნტში).

კამელია
Camellia japonica
Camellia japonica
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ჩაისებრნი
გვარი:  კამელია
ლათინური სახელი
Camellia
Camellia japonica

ჩინური კამელიის ანუ ჩაის ბუჩქის (Camellia sinensis და Camellia assamica) ნორჩი ყლორტებისაგან ამზადებენ ჩაის. ზეთის ანუ ევგენოლის კამელიის (Camellia sasaqua) ფოთლებისაგან იღებენ ეთეროვან ზეთს. დეკორატიული მცენარეებია. მოშენებულია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ბაღებსა და პარკებში.

ლიტერატურა

რედაქტირება