British Open

(გადამისამართდა გვერდიდან British Open (სნუკერი))

British Open — სნუკერის პროფესიონალური ტურნირი. ერთ-ერთი უძველესი რეიტინგული ტურნირი (1985 წლიდან), თუმცა წინარეისტორია იწყება ჯერ კიდევ 1980 წელს, როდესაც ტურნირი არარეიტინგული იყო. უკანასკნელად ტურნირი გაიმართა 2004-2005 წლების სეზონზე.

1984 წელს ტურნირში მონაწილეობა მიიღო 27-მა მონაწილემ, რომლებიც 9 ჯგუფად დაიყვნენ. ჯგუფების გამარჯვებულები თამაშობდნენ სამ ნახევარფინალს, შემდეგ სამი მოთამაშე თამაშობდა ფინალს წრიული სისტემით.

ტურნირი ხშირად იცვლიდა სპონსორებს, ზოგჯერ საერთოდ ვერ პოულობდა. ტარდებოდა ნოემბერში. 1999-2000 წლების სეზონზე ტურნირი სეზონის ბოლოსკენ გადაიტანეს. ამის შედეგად 1999 წელს ტურნირი ორჯერ გაიმართა: პირველად — აპრილში (1998-1999 წლების სეზონი), მეორედ — სექტემბერში (1999-2000 წლების სეზონი).

1992 წელს შედგა პირველი მაქსიმალური ბრეიკი ჯეიმზ უოტანას შესრულებით.

სტივ დეივისი ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი იყო (მათ შორის არარეიტინგულობის დროს), ოთხ-ოთხჯერ მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული სტივენ ჰენდრიმ და ჯონ ჰიგინსმა.

გამარჯვებულები

რედაქტირება
წელი ჩემპიონი ფინალისტი ანგარიში სეზონი
British Gold Cup (არარეიტინგული)
1980   ალექს ჰიგინსი   რეი რიარდონი 5:1 1979/80
Yamaha Organs Trophy (არარეიტინგული)
1981   სტივ დეივისი   დევიდ ტეილორი 9:6 1980/81
1982   სტივ დეივისი   ტერი გრიფითსი 9:7 1981/82
Yamaha International Masters (არარეიტინგული)
1983   რეი რიარდონი   ჯიმი უაიტი 9:6 1982/83
1984   სტივ დეივისი   დეივ მარტინი,  ჯონ დანინგი * 1983/84
British Open (რეიტინგული)
1985   სილვინიო ფრანსისკო   კირკ სტივენსი 12:9 1984/85
1986   სტივ დეივისი   უილი თორნი 12:7 1985/86
1987   ჯიმი უაიტი   ნილ ფუდსი 13:9 1986/87
1988   სტივენ ჰენდრი   მაიკ ჰალეტი 13:2 1987/88
1989   ტონი მეო   დინ რეინოლდსი 13:6 1988/89
1990   ბობ შეპერონი   ალექს ჰიგინსი 10:8 1989/90
1991   სტივენ ჰენდრი   გერი უილკინსონი 10:9 1990/91
1992   ჯიმი უაიტი   ჯეიმზ უოტანა 10:7 1991/92
1993   სტივ დეივისი   ჯეიმზ უოტანა 10:2 1992/93
1994   რონი ო’სალივანი   ჯეიმზ უოტანა 9:4 1993/94
1995   ჯონ ჰიგინსი   რონი ო’სალივანი 9:6 1994/95
1996   ნაიჯელ ბონდი   ჯონ ჰიგინსი 9:8 1995/96
1997   მარკ უილიამსი   სტივენ ჰენდრი 9:2 1996/97
1998   ჯონ ჰიგინსი   სტივენ ჰენდრი 9:8 1997/98
1999   ფერგალ ო'ბრაიენი   ენტონი ჰემილტონი 9:7 1998/99
1999   სტივენ ჰენდრი   პიტერ ებდონი 9:5 1999/00
2000   პიტერ ებდონი   ჯიმი უაიტი 9:6 2000/01
2001   ჯონ ჰიგინსი   გრემ დოტი 9:6 2001/02
2002   პოლ ჰანტერი   იან მაკალოჰი 9:4 2002/03
2003   სტივენ ჰენდრი   რონი ო’სალივანი 9:6 2003/04
2004   ჯონ ჰიგინსი   სტივენ მაგუაიერი 9:6 2004/05

* ფინალი გაითამაშეს სამი ნახევარფინალის გამარჯვებულებმა წრიული სისტემით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=British_Open&oldid=4300406“-დან