Breakfast Clubამერიკული საცეკვაო პოპ ჯგუფი. მათი ყველაზე ცნობილი და პოპულარული სიმღერაა "Right On Track", რომელმაც ჩარტებში მე-7 პოზიცია დაიკავა.

Breakfast Club
ბიოგრაფია
წარმოშობა ნიუ იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი საცეკვაო პოპი, ახალი ტალღა
აქტიური 1979–1988
ლეიბლ(ებ)ი Ze Records
MCA Records
წევრები დენ გილროი
ედ გილროი
ანჯი შმიტი
გარი ბერკი
სტივენ ბრეი
ყოფილი წევრები რენდი ჯექსონი
მადონა

ჯგუფის ისტორია

რედაქტირება

ჯგუფი 1970-იანი წლების ბოლოს, ნიუ იორკში დაარსდა და მისი შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა. მასში ერთ დროს პოპ კერპი მადონაც კი ირიცხებოდა და იგი დრამერის ფუნქციას ასრულებდა. საბოლოო სახით, ჯგუფი 80-იანი წლების შუა ხანებში ჩამოყალიბდა, როცა მასში შედიოდნენ ძმები დენ (ვოკალი) და ედ (გიტარა) გილროები, გარი ბურკე (ბასი), პოლ კოკი (კლავიშებიანი საკრავები), სტივენ ბრეი (დასარტყმელი ინსტრუმენტები) და მოგვიანებით რენდი ჯეკსონი (ბასი) და ი. დოქტორ სმიტი (პერკუსია). მათ კონტრაქტი გააფორმეს ხმისჩამწერ კომპანია Ze Records-თან და ჯგუფისავე სახელწოდების მქონე ალბომი 1987 წელს გამოუშვეს, რომელიც ამერიკის ათეულში მოხვდა სიმღერით "Right On Track."

ჯგუფმა მეორე ალბომიც ჩაიწერა, მაგრამ ის არასოდეს გამოსულა. ცოტა ხნის შემდეგ ჯგუფი დაიშალა. მოგვიანებით, ბრეიმ მადონას თანაავტორობით რამდენიმე ჰიტი დაწერა მისთვის. 1988 წელს ჯგუფი ნომინირებული იყო გრემიზე, როგორც "საუკეთესო ახალბედა არტისტი", მაგრამ პირველობა ჯოდი უოტლის დაუთმო. მათი მუსიკალური ვიდეოების უმრავლესობა, Right on Track-ის ჩათვლით, ჯეფ სტაინმა გადაიღო, რომელსაც ჯგუფ The Who-ს დოკუმენტარული ფილმი "The Kids Are Alright" ეკუთვნის.

დისკოგრაფია

რედაქტირება
სტუდიური ალბომები
EP-ები
  • 2016 – Percolate

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება