Blu-ray

(გადამისამართდა გვერდიდან BluRay)

Blu-ray ან Blu-ray Disc (BD) (ინგლ. blue ray — ლურჯი სხივი და disc — დისკი; წარწერა blu ნაცვლად blue — განზრახ შეცვლილია) — ციფრული მონაცემების შენახვის ოპტიკური დისკის ფორმატი. ძირითადად, მასზე ვრცელდება უკანასკნელ წლებში გამოსული კინოფილმები, თუმცა ასევე ხდება უფრო ძველი ფილმების რესტავრაცია და ამ ფორმატში გამოცემა. Blu-ray ტექნოლოგია იძლევა დისკის თითო შრეზე 25 გიგაბაიტის ოდენობის ინფორმაციის მოთავსების საშუალებას, რითაც ხდება დისკებზე ვიდეოჩანაწერის გამოსახულების მაქსიმალურად შესაძლებელი ხარისხით მოთავსება. მაყურებელს ეს აძლევს საშუალებას, შეხედოს არა მხოლოდ ეკრანზე მოძრავ ობიექტებს, არამედ მათი უმცირესი დეტალებიც გაარჩიოს, როგორიც არის ადამიანის სახის ნაოჭები ან თვალის სტრუქტურა.

Blu-ray
მედიის ტიპი მაღალი სიმკვრივის ოპტიკური დისკი
კოდირება

BDMV ვიდეო კოდირება: H.262/MPEG-2 Part 2, H.264/MPEG-4 AVC, VC-1

და სხვა.
ტევადობა

25 გბ (ერთ შრიანი) 50/66 გბ (ორ-შრიანი)

100/128 გბ (BDXL სამ-შრიანი)
ბლოკის ზომა 2 კბ სექტორის, 64 კბ ბლოკის ზომა
წაკითხვის მექანიზმი 405 ნმ ლაზერული დიოდი, 36 მბ/წ
ჩაწერის მექანიზმი 405 ნმ ფოქუსირებული ლაზერული დიოდი ბევრად მძლავრით ვიდრე წაკიტხვის დროს, 36 მბ/წ
შემქმნელი Blu-ray Disc Association
ზომები 120 მმ (4.7 ინჩ) დიამეტრი, 1.2 მმ სისქე
გამოყენება

მონაცემთა საცავი, მაღალი-გარჩევადობის ვიდეო, მაღალი რეზოლუციის აუდიო, სტერეოსკოპიური 3გ/3D, PlayStation 3'ის თამაშები, PlayStation 4'ის თამაშები,

Xbox One'ის თამაშები

ფორმატის პროტოტიპები პირველად წარმოდგენილი იქნა 2000 წლის ოქტომბერში, პირველი კომერციული დისკი კი გამოვიდა 2003 წლის აპრილში. მისმა პოპულარობამ გაუსწრო მანამდე არსებულ HD DVD ფორმატს, რის გამოც ამჟამად HD DVD-ს გამოცემის აუცილებლობა არ არსებობს და ეს ფორმატი გაუქმებულია. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ფორმატზე Blu-ray 3D, რომელიც მაყურებელს საშუალებას მისცემს, 3D ფილმები იხილოს უმაღლესი ხარისხით და სამგანზომილებიან ფორმატში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Blu-ray&oldid=4078425“-დან