Biohazard 4D-Executer
„Biohazard 4D-Executer“ — 2000 წლის იაპონური 3D ანიმაციური საშინელებათა ფილმი, დაფუძნებული „Resident Evil“-ის ვიდეო თამაშების სერიაზე. ის შეიქმნა Capcom-ის მიერ, კომპანია Visual Science Laboratory-ისთან თანამშრომლობით, ხოლო დისტრიბუცია გაუწია Digital Amuse-მა. ფილმის რეჟისორია კოიტი ოჰატა, პროდიუსერი — დაისუკე ოკამოტო. „Biohazard 4D-Executer“ არის მოკლემეტრაჟიანი და გრძელდება 20 წუთის განმავლობაში.
„Biohazard 4D-Executer“ | |
---|---|
ჟანრი | საშინელება |
რეჟისორი | კოიტი ოჰატა |
პროდიუსერი |
კეინძი იოსიდა ნაოიკი მიიატი |
სცენარის ავტორი | დაისუკე ოკამოტო |
როლებში |
მასაკი აიძავა ჰიროტო ტორიჰიტა ჰიდეტო ებიჰარა ტადასუკე ომიძუ იოსიიუკი კანეკო იურიკა ჰინო |
მუსიკა | იოსიჰირო იკე |
მწარმოებელი კომპანია | Visual Science Laboratory |
დისტრიბუტორი | Digital Amuse |
გამოსვლის თარიღი | ნოემბერი, 2000 |
ხანგრძლივობა | 20 წუთი |
ქვეყანა | იაპონია |
ენა | იაპონური |
ფილმის კონცეფცია თავდაპირველად ჩაიფიქრა ანიმეს რეჟისორმა იასუჰირო იმაგავამ, რომელმაც მისი იდეა წარუდგინა Capcom-ს.[1] ანონსი შედგა 1999 წლის ოქტომბერში სახელწოდებით „Biohazard 4D-Horror“. ფილმი პირველად ნაჩვენები იქნა ტოკიოს ფენტეზის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2000 წლის 27 ოქტომბერს.[2]
სიუჟეტი მიმდინარეობს სამხედრო ჯგუფის გარშემო, რომელსაც სპეციალური მისიით აგზავნიან ზომბებით შეპყრობილ ქალაქ რაკუნ-სიტიში, დოქტორი კემერონის ადგილმდებარეობის დასადგენად — მეცნიერი ქალი, რომელიც ატარებს კვლევებს ახალი ტიპის ვირუსის შექმნაზე.
იხიელეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 新しいスリルと恐怖!『Biohazard 4D Horror』(仮称) Japanese. Goo Net Channel 5: Games. NTT Publishing Co., Ltd (11 ნოემბერი, 1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2000.
- ↑ ja:バイオハザードの映像アトラクションがお披露目 Japanese. GameSpot Japan. Softbank Publishing Inc (19 ოქტომბერი, 2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 12, 2003. ციტირების თარიღი: მაისი 28, 2017.